დიმიტრი პესკოვი-მიუღებლად მიგვაჩნია ბაიდენის ასეთი რიტორიკა, რომლის ბომბებმა დაღუპა ასობით ათასი ადამიანი მთელ მსოფლიოში

Read Time:31 Second

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას, რომლის თანახმად ბაიდენმა პუტინს ომის დამნაშავე უწოდა, კრემლი გამოეხმაურა. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

ჟურნალისტებმა თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჯო ბაიდენს პუტინის მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ ჰკითხეს და მიიჩნევს თუ არა ის კრემლის მეთაურს ომის დამნაშავედ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი თქვა, „დიახ, რა თქმა უნდა“. ბაიდენის სიტყვებს დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. როგორც რუსული მედია Tass წერს, კრემლის ხელმძღვანელისადმი ამ სიტყვებს პუტინის პრესმდივანმა „მიუღებელი და მიუტევებელი რიტორიკა“ უწოდა.

„მიუღებლად და მიუტევებლად მიგვაჩნია სახელმწიფოს მეთაურის ასეთი რიტორიკა, რომლის ბომბებმა დაღუპა ასობით ათასი ადამიანი მთელ მსოფლიოში“ – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე კი, შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად გამოაცხადა პუტინი ომის დამნაშავედ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯო ბაიდენი – ვფიქრობ, პუტინი სამხედრო დამნაშავეა
Next post რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ სარნიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს