არგენტინის სასამართლომ დიეგო მარადონას ორ დას და ლეგენდარული ფეხბურთელის ადვოკატს მატიას მორლეს ბრალი წაუყენა თაღლითობაში. ამის შესახებ გაზეთმა La Nacion-მა დაწერა.
სარჩელი სასამართლოში მარადონას ქალიშვილებმა შეიტანეს. მათ მიაჩნიათ, რომ ლეგენდის დები და ადვოკატი ფეხბურთელის სახელთან დაკავშირებულ ბრენდებს იყენებდნენ. დიეგოს ქალიშვილები ითხოვენ, რომ მათ, როგორც კანონიერ მემკვიდრეებს, გადაეცეთ მამის სახელთან დაკავშირებული ბრენდები, რომლებსაც კომპანია Sattvica მართავდა.
მარადონას ადვოკატს ბრალი წაუყენეს თაღლითობაში, ხოლო ფეხბურთელის დები თანამზრახველებად გამოაცხადეს.
დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.