დეპუტატი კახა ოქრიაშვილი კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 300 000 ლარს გადაურიცხავს

Read Time:32 Second
დეპუტატი კახა ოქრიაშვილი კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 300 000 ლარს გადაურიცხავს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მისმა პრესსამსახურმა აცნობა.
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეფექტურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დროულად იმოქმედა.
 
„მივესალმები საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. სრულად ვუჭერ მხარს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და მათ ვაფასებ, როგორც არა ნაჩქარევ, ან დაგვიანებულ, არამედ ზედმიწევნით დროულად და ეფექტიანად გადადგმულ ნაბიჯებს. აგრეთვე, მსურს, დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის, მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის მიმართ და მზად ვარ, ფონდს, რომელიც სპეციალურად კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად იქმნება, შევწირო 300 000 ლარის ოდენობის თანხა,”- აცხადებს ოქრიაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარიას განცხადება საგანგებო მდგომარეობაზე
Next post საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა