ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

დეკანოზი შალვა კეკელია – პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელნი არიან, ჩვენი ქვეყანა, ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს

პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელნი არიან, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა, შალვა კეკელიამ განაცხადა.

„აქციებში არანაირად არ ვერევი. მინდა, ყველამ ერთი რაღაც გაიაზროს, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს. ქრისტეს მსახურებაა, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან. უმთავრესია, რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს ეკლესიასთან და ღმერთთან. ამ ქვეყანას ვერავინ ვერ უშველის, საქართველოს მთელ ისტორიას რომ გადავხედოთ, მეგობარი ქვეყანა არასდროს გვყოლია, ეს ქვეყანა დედაღვთისმშობელმა და ღვთისმშობლის ერთგულებამ გადაარჩინა. არასდროს, არცერთი ქვეყანა გვერდით არ დაგვდგომია. უნდა გაიგოს ყველამ, ღვთისმშობლის და მისი ერთგულების გარდა ეს ქვეყანა ვერ გადარჩება ვერასოდეს“, – განაცხადა დეკანოზმა, შალვა კეკელიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ქრისტიანისთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია.

„მიუღებელია ადამიანი, რომელიც უზრდელობს, ყველანაირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, ეკლესია ყველა მათგანს ემიჯნება. როგორ შეიძლება, ეკლესია რომელიმე ძალადობის მომხრე იყოს, ეს ხომ წარმოუდგენელია“, – აღნიშნა დეკანოზმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იტალიის საელჩო – გულწრფელად ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო

საქართველოში იტალიის საელჩო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.„გულწრფელად ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. როგორც ალიევი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, ილია მეორემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრული კავშირების, თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში.„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი დროის გამორჩეული რელიგიური მოღვაწის, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ თავისი ხალხისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ, მთელი თავისი ცხოვრება და ძალისხმევა კეთილშობილურ საქმეებს მიუძღვნა. კავკასიის ხალხებს შორის მშვიდობის, უსაფრთხოების, სოლიდარობის, სარწმუნოებათაშორისი გაგებისა და დიალოგის დამყარებისკენ მიმართული ინიციატივებით, მისი უწმინდესობა ილია მეორე მილიონობით ადამიანის გულში ჩაიბეჭდა, მიუხედავად მათი ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა და ღრმა პატივისცემა, თანაგრძნობა დაიმსახურა. მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრული კავშირების, თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში. ამ დიდი დანაკარგის მწუხარების გაზიარებით, როგორც პირადად, ასევე აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, მთელ ქართველ ხალხსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“,  – აღნიშნულია ილჰამ ალიევის სამძიმრის წერილში.

საფრანგეთის საელჩო – სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, ის იყო უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც ქართველები გააერთიანა

საქართველოში საფრანგეთის საელჩო სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.როგორც საფრანგეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ილია მეორე იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის არის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა.„საქართველოში საფრანგეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ქართული ეკლესიის 141-ე წინამძღვრის გარდაცვალების გამო.როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე, და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს.მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველი ხალხის მწუხარებას“, – ნათქამია საელჩოს განცხადებაში.

ავსტრიის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ

საქართველოში ავსტრიის საელჩო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.„ავსტრიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოხატავს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ“, – აღნიშნულია ავსტრიის საელჩოს სამძიმარში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შვედეთის საელჩო – მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

საქართველოში შვედეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი.ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას“, – წერს შვედეთის საელჩო.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ბოლო სიახლეები