დეკანოზი შალვა კეკელია: ეკლესია მზად არის, კორონავირუსით დაინფიცირებულები აზიაროს

Read Time:45 Second

ჩვენ, ეკლესია მზად ვართ, რომ ადამიანებთან, რომლებიც ამ სენით არიან დაავადებული, მივიდეთ იქ, სადაც არიან და ვაზიაროთ, – ამის შესახებ ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.

დეკანოზის განმარტებით, ქრისტიანებისთვის ზიარება არის უმნიშვნელოვანესი საიდუმლობა და ეკლესიაში ყველა მსახურება ტარდება იმისთვის, რომ ადამიანი თანაზიარი იყოს ქრისტეს სისხლისა და ხორცისა, რაც უმნიშვნელოვანესია.

„ეკლესია არ გაურბის ამ ვალდებულებას, პირიქით, მზად ვართ ამ ადამიანებთან მივიდეთ და მათ ქრისტეს სისხლი და ხორცი მივაწოდოთ“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკლიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არ დავიწყება გმირებს! ზურაბ იარაჯულის – მე მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები… 12 მარტი – საქართველოს ეროვნული გმირის – ზურაბ იარაჯულის დაბადების დღე
Next post გიორგი გახარია- პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ, მოხუცებს, ბავშვებს და ერთმანეთს!