სამშაბათი, მაისი 19, 2026

დევნილთა სამინისტრო უცხოეთიდან გამოძევებულ მოქალაქეებს დაეხმარება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის ფარგლებში სამშობლოში დაბრუნებულ არალეგალ მიგრანტთა რიცხვი იზრდება. ამიტომ სამინისტრო საქართველოში გამოძევებულ მოქალაქეებს სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს. ინფორმაციას “სააგენტო ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

კერძოდ, 2015 წელს რეადმისირებულია 1 265 მოქალაქე, 2016 წელს – 1 600, ხოლო 2017 წელს – 2 102. სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი წლის განმავლობაში მათ საშუალება აქვთ, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციოდახმარების პროგრამაში“ ჩაერთონ.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, პროგრამა 2011 წელს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლასთან ერთად გააქტიურდა და მაშინ ევროკავშირის მხრიდან ფინანსდებოდა, თუმცა 2015 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მისივე თქმით, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა“ წარმატებით ხორციელდება და პროგრამით მოსარგებლე პირები ემიგრაციაში აღარ მიდიან. პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთის 4 000 ლარი არის გამოყოფილი, რაც შეიძლება მოხმარდეს როგორც ჯანდაცვის კუთხით დაფინანსებას, ისე საშემოსავლო პროექტებს.

პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება: სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება, სოციალური პროექტების დაფინანსება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა, საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა; სახელმწიფო პროგრამა ასევე ითვალისწინებს პროგრამის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიმართულებას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოების ინფორმირების მიზნით მზადდება საინფორმაციო მასალა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისის შესახებ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ენტონი ბლინკენი – ჩინეთთან ერთი ერთზე თუ ვიბრძვით, ეს თამაში შეიძლება, წავაგოთ, გამოკითხვის შედეგებმა, რომელიც 130 ქვეყანას მოიცავდა, აჩვენა, რომ ჩინეთი აშშ-თან შედარებით უფრო...

ჩინეთთან ერთი ერთზე თუ ვიბრძვით, ეს ისეთი თამაშია, რომელიც შეიძლება, წავაგოთ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკული პროგრესის ცენტრის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„მათი ბაზარი გაცილებით დიდია, მათი წარმოება ჩვენსას სამჯერ აღემატება. მსყიდველობითი უნარი ჩვენზე მეტია, მეტი სამეცნიერო ნაშრომი, უფრო დიდი სამხედრო-საზღვაო ფლოტი. შეგვიძლია, ეს სია გავაგრძელოთ, მაგრამ, როდესაც ევროპასთან, იაპონიასთან, კორეასთან, ინდოეთთან, ავსტრალიასთან და კანადასთან ვართ გაერთიანებული, მსოფლიო მშპ-ში ჩვენი წილი დაახლოებით 25%-დან 50-60%-მდე იზრდება. ჩინეთისთვის ეს გაცილებით უფრო ძნელი უგულებელსაყოფია“, – აღნიშნა ბლინკენმა.მისივე თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონლად ტრამპს ამ ეტაპზე ბევრ საკითხზე მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით აკლია და ქვეყანა მსოფლიოშიც სუსტ პოზიციაზეა.„რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა გამოკითხვა, რომელიც 130 ქვეყანას მოიცავდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ჩინეთი შეერთებულ შტატებთან შედარებით უფრო სანდო აქტორად აღიქმება. ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, გერმანიაში მოსახლეობის 70% შეერთებულ შტატებს მეტოქედ მიიჩნევს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შესაძლებლობა, შევქმნათ ერთიანობა და კოორდინაცია იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რასაც ჩინეთი ქმნის, მნიშვნელოვნად შესუსტდა“, – განაცხადა ბლინკენმა.

გთხოვთ დავეხმაროთ და გავაზიაროთ- 10 წლის გიოსა და მის 9 წლის დაიკოს, ანამარიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

გიოსა და ანამარიას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათმეგობრებო, ამ ორ პატარას -10 წლის გიოსა და მის 9 წლის დაიკოს, ანამარიას - ჩვენი დახმარების გარეშე გაუჭირდებათ. ბავშვებს განვითარების შეფერხება აქვთ და ახლა გადამწყვეტი 2-თვიანი მკურნალობის კურსი უნდა დაიწყონ.ოჯახს მუდმივად უწევს ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა, რისი ფინანსური შესაძლებლობაც ამ ეტაპზე აღარ გააჩნიათ. ჩვენი მიზანია შევაგროვოთ სულ რაღაც 500 ლარი, რაც მათთვის იმედის მომცემი იქნებაგთხოვთ, გავერთიანდეთ: თუნდაც 1 და 2 ლარი დიდ ცვლილებას მოახდენს!თუ თანხით ვერ ეხმარებით, გააზიარეთ პოსტი, რომ სხვამ ნახოს.საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკი: GE66BG0000000610025929 თიბისი ბანკი: GE66TB7842845061100138 მიმღები: გიორგი ბერიშვილი პირადი ნომერი: 46550001060

ჯეი დი ვენსი – სამწუხაროდ, ცეცხლის შეწყვეტა ხშირად სრულყოფილი არ არის, მაგრამ ძალადობის მნიშვნელოვან შემცირებას ვხედავთ

ცეცხლის შეწყვეტა ხშირად სრულყოფილი არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში პრესსკონფერენციაზე განაცხადა.ჟურნალისტმა ვიცე-პრეზიდენტს ჰკითხეს ქურდისტანის რეგიონზე დრონების შეტევების შესახებ, რომლებიც აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეთანხმების მიუხედავად არ შეჩერებულა.როგორც ვენსმა აღნიშნავს, მოქალაქეებზე ნებისმიერი შეტევა მიუღებელია.„სამწუხაროდ, ცეცხლის შეწყვეტა ხშირად სრულყოფილი არ არის, მაგრამ ძალადობის მნიშვნელოვან შემცირებას ვხედავთ“, -აღნიშნა ვენსმა.მან ასევე მაგალითად მოიყვანა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა, სადაც შეთანხმების მიუხედავად საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.როგორც ვენსმა აღნიშნა, აშშ-ის ორი ვარიანტი აქვს, სამშვიდობო მოლაპარაკებები ან ომი.„პრეზიდენტმა გვთხოვა, გვითხრა, რომ ირანელებთან აგრესიულად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები. არსებობს ვარიანტი „ბე“, რომლის მიხედვითაც შეგვეძლო სამხედრო კამპანიის განახლება და ამერიკის მიზნების მიღწევა. ეს არ არის ის, რაც პრეზიდენტს სურს. მგონია, რომ ირანელებსაც არ სურთ“, -აღნიშნა ვენსმა.

„ერთი შვილი უკვე დავკარგე, ახლა მეორე სიკვდილს ებრძვის… ყოველი წუთი გადამწყვეტია“ – ახალგაზრდა მამაკაცს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის დიმიტრი კასრაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ახალგაზრდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას სწორი ნაწლავის სიმსივნე აქვს.„ხალხის იმედად  ვარ დარჩენილი. გთხოვთ დამეხმარეთ, არ მინდა დიტო დავკარგო. არ გავიარო იგივე გზა, რაც ერთხელ გავიარე“,-წერს პაციენტის დედა.ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ დiმიტრი მიიყვანონ ქიმიოთერაპიამდე, მაგრამ დრო ძალიან ცოტაა… ყოველი წუთი სასიცოცხლოდ გადამწყვეტია.დომიტრი ამჟამად გადის მკურნალობას კლინიკაში, თურქეთში, სამსუნში.ანგარიშის ნომერითიბისი: #GE78TB7482345061100002საქ.ბანკი: #GE75GB0000000240522600მიმღები თათია გოგუაძე (დეიდაშვილი)  

ისრაელის საელჩოში ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

თბილისში ისრაელის საელჩომ ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 78-ე წლისთავი საზეიმო მიღებით აღნიშნა.ღონისძიებას ესწრებოდნენ ოფიციალური პირები, დიპლომატიური კორპუსის, ებრაული თემის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.საქართველოში ისრაელის ელჩმა, ვალიდ აბუ ჰაიამ ისაუბრა ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული პროგრესისა და მეცნიერების, მედიცინის, ტექნოლოგიების სფეროში მიღწევების შესახებ.„ისრაელის საელჩო, ჩვენს ქართველ მეგობრებთან და დიპლომატებთან ერთად, თბილისში ზეიმობს ისრაელის სახელმწიფოებრიობის 78-ე წლისთავს. ძალიან მნიშვნელოვანი საღამოა ჩვენთვის, ეს ჩვენი დამოუკიდებლობის დღეა. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და ჩვენი ქართველი მეგობრობისთვის. ამას ხედავთ კიდეც, მთავრობიდან, სამინისტროებიდან ბევრი სტუმარი მოვიდა, რომ ჩვენთან ერთად იზეიმოს – აქ იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე, პარლამენტის წევრები, ელჩები და დიპლომატები. აგრეთვე, ხალხი, რომელთაც აქვთ კარგი კავშირი ისრაელთან და ჩვენს საელჩოსთან. ეს ადამიანები გრძნობენ, რომ უნდა მოვიდნენ და დაუჭირონ მხარი ისრაელს დღევანდელ საღამოს. მადლობა ყველას. ისრაელი 78 წლისაა, მაგრამ ძალიან ახალგაზრდაა. ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა განვითარდა და ბევრი რამით შეგვიძლია, ვიამაყოთ. მიუხედავად არაერთი კონფლიქტისა, რომელიც გამოვიარეთ, ჩვენ შევძელით ძალიან კარგი ეკოსისტემის შექმნა ტექნოლოგიებისთვის, განათლებისთვის, სოფლის მეურნეობისთვის, რისი გაზიარებისთვისაც მზად ვართ, მათ შორის საქართველოსთან და ამას წლების განმავლობაში ვაკეთებთ კიდეც. ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან ურთიერთობები განვავითაროთ. მადლობა მობრძანებისთვის, განსაკუთრებით ამ კონფლიქტის დროს, ეს მხარდაჭერისა და სიყვარულის დიდი ნიშანია ისრაელისთვის და ჩვენ ამ სიყვარულს უკან ვუბრუნებთ ყველა ქართველს“, – განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა, ვალიდ აბუ ჰაიამ.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის 2600-წლიან ისტორიულ კავშირებსა და თანამშრომლობას.როგორც აღინიშნა, ისრაელის დამოუკიდებლობის დღის წლევანდელი თემა – „განახლების ძალა“ ასახავს როგორც ისრაელის ეროვნულ გზას, ასევე, იმ სიცოცხლით სავსე ურთიერთობებსა და პარტნიორობას, რომელიც ისრაელსა და საქართველოს აკავშირებს.

ბოლო სიახლეები