არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდმა’’ ,,The Global Resilience Fund for Girls and Young Women’’-ის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი, რომლის მიზანია: კონფლიქტურ რეგიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები გოგონების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა COVID 19 პანდემიის პირობებში.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სოფლებიდან, 15-მდე თანატოლ-განმანათლებელი გოგონა შეირჩევა, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას და მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმილ ღონისძიებებში. ამავდროულად, ხელს შეუწყობენ პროექტში სხვა გოგონათა ჩართულობასაც სამიზნე რეგიონებიდან.
პროექტის ფარგლებში, ,,ჰელფინგ ჰენდი’’ ორგანიზებას გაუწევს შემდეგ აქტივობებს:
- გოგონებისათვის გადაუდებელი ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის აღმოჩენა ფსიქოლოგების ჩართულობით;
- თანატოლ-განმანათლებელთა ტრენინგები;
- თანატოლ-განმანათლებლების ჩართულობით გოგონების საჭიროებების გამოვლენა და რესურსების მობილიზება;
- ვებინარების ორგანიზება პროექტის მონაწილეთათვის აქტუალურ საკითხებზე;
პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. მსურველებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა მიმდინარე წლის 25 იანვრის ჩათვლით:
საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში თუ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები გოგონები, უამრავი პრობლემების წინაშე არიან, პანდემიის პირობებში, ამ პრობლემებს დაემატა მძიმე ფსიქო-სოციალური ფონი, სტრესი, აგრესია, შიში და სხვა პრობლემებიც. პროექტის მთავარი მიზანია, არსებული ვითარების შემსუბუქება და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ცალკეულ პრობლემათა გადაჭრა.
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები შესრულდება დისტანციურად და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. მონაწილეთა სურვილის შემთხვევაში, დაცული იქნება ანონიმურობა.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია არასამთავრობო ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდიდან: https://www.facebook.com/helpinghendi