“დავით ხიდაშელს ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, მან ძალიან დიდი საქმე გასწია” – რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი

Read Time:3 Minute, 22 Second

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბიზ­ნეს­მენ­მა და­ვით ხი­და­შელ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რუ­კე­ბი ჩა­მო­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს გა­აძ­ლი­ე­რებ­და.

  • რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი, და­ვით ხი­და­შე­ლი 4 წელი მუ­შა­ობ­და უწყე­ბა­ში და მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­ცერ­თი კი­თხვა არ დას­მუ­ლა.

“ვინ იყო კრემლთან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი? რა­ტომ არის ეს თემა ასე აქ­ტუ­ა­ლუ­რი? და­ვით ხი­და­შელს ჩვენ ჩა­მო­ვა­ტა­ნი­ნეთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რუ­კე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს გა­აძ­ლი­ე­რებ­და. ჩა­მო­ვა­ტა­ნი­ნეთ ეს რუ­კე­ბი, მან ძა­ლი­ან დიდი საქ­მე გას­წია, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დეთ, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­სა­ლა ჩა­მოგ­ვი­ტა­ნა ჩვენ, სა­ხელ­მწი­ფოს. თუ არ ვცდე­ბი, 4 წელი იგი სიმ­ბო­ლუ­რად იყო მრჩევ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ზო­გა­დად, რომ იცო­დეთ, ძა­ლი­ან კარ­გად ერ­კვე­ვა სა­ზღვრის სა­კი­თხებ­ში, დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში, რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბით, თქვენ სა­ერ­თოდ წარ­მოდ­გე­ნა არ გაქვთ არა­ფერ­ზე და ხალ­ხს ატყუ­ებთ, ეს არის აბ­სურ­დი, არაფ­რის მომ­ცე­მი. გა­ა­სა­ჯა­რო­ე­ბენ. 4 წელი ისე მუ­შა­ობ­და, რომ სა­ერ­თოდ კი­თხვა არ დას­მუ­ლა, ახლა არ ვიცი სა­ერ­თოდ რა­ტომ აწი­ეთ ეს თემა“,- გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, “მთა­ვარ­მა არ­ხმა“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნის­ტრის მრჩევ­ლად და­ვით ხი­და­შე­ლი მუ­შა­ობ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამა­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ და­ა­დას­ტუ­რა.

“ნუ, იცით თქვენ, რომ ვმუ­შა­ობ­დით და­ვით გა­რე­ჯის საქ­მე­ზე და ჩარ­თუ­ლი იყო და­ვი­თიც ამ სა­კი­თხზე და ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა­ღა­ცა­ში დაგ­ვჭირ­დე­ბო­და, ვკი­თხავ­დით… არა მგო­ნია, დღეს, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი”, – გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ 2020 წლი­დან 2024 წლის 9 თე­ბერ­ვლამ­დე და­ვით ხი­და­შე­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მრჩევ­ლად მუ­შა­ობ­და.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის შემ­დეგ, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, და­ვით ხი­და­შელს სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 81-ე მუხ­ლის, მე-2 პუნ­ქტის მი­ხედ­ვით, შე­უ­წყდა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და მას შემ­დეგ თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში აღარ მუ­შა­ობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ტურნირის ფინალში პორტუგალიელ ენრიკე როკასთან დამარცხდა
Next post “ მსგავსი ჯოჯოხეთი და ბოროტება, მსგავსი ფაშიზმი – 21-ე საუკუნეში, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა, არ ყოფილა“