დავით ცინდელიანის დედა: სააკაშვილისთვის ციხეში ყოფნაც არაფერი არ არის – იმდენი ოჯახი ჰყავს ატირებული, გაუბედურებული, როგორ გაბედა საქართველოში ჩამოსვლა?!

Read Time:1 Minute, 11 Second

ჩემმა ოჯახმა უსასტიკესი ტრაგედია განიცადა. სრულიად უდანაშაულო ჩემი შვილი და მამამისი თათბირზე დაიბარეს ქუთაისში. მამას ხელიდან წაართვეს შვილი, წაიყვანეს, ბათუმში გემზე აიყვანეს, დახვრიტეს და ზღვაში ჩააგდეს. ზღვის ცხოველების ლუკმა გამიხადეს, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად. 6 წელი გაგრძელდა სასამართლო პროცესები იმ სადისტური მთავრობის ხელში, რომელსაც მეთაურობდა სადისტი, მკვლელი მიხეილ სააკაშვილი, სიკვდილის ბრიგადებით, – 2008 წლის აგვისტოში გაუჩინარებული რეინჯერის დავით ცინდელიანის დედამ, თამარ არღვლიანმა „იმედის“ ეთერში გადაცემა „არჩევნები 2021“-ში განაცხადა.

„ორჯერ შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, რეაგირება არ მოახდინა. მაშინ მივხვდი, რომ მისი დაკვეთით მოხდა ყველაფერი. მისი ქილერი იყო შამათავა, რომელმაც დახვრიტა ჩემი შვილი. დაგვცინოდა, თავზე ლაფს გვასხამდა. ჩემი შვილი ხმამაღლა აკრიტიკებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამიტომ მოკლეს. ეს იყო შურისძიება. მისთვის ციხეც არაფერია იმდენი ოჯახი ჰყავს გაუბედურებული. როგორ გაბედა საქართველოში ჩამოსვლა ჩამოსვლა. სამუდამო პატიმრობაც არაფერია მისთვის. გონს მოეგოს „ნაციონალური მოძრაობა“, ხალხი ასე არ გაჩერდება. გაგვანადგურეს. ჩემი მეუღლეც ამ განსაცდელს გადაჰყვა. ბევრი ასეთი განადგურებული ოჯახია საქართველოში. არ ეშინია ღმერთის?“ – განაცხადა თამარ არღვლიანმა.

სატყეო დეპარტამენტის რეინჯერის, დავით ცინდელიანის გაუჩინარების და მკვლელობის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომან შამათავა.

გამოძიების ცნობით, 2008 წლის აგვისტოში კუდ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმჟამინდელი ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონში მცხოვრები დავით ცინდელიანი თითქოსდა, აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობის გამო გასაუბრებისთვის თბილისში ჩაეყვანა, თუმცა მოგვიანებით, მიღებული დავალების შესაბამისად, ცინდელიანი ჩაიყვანეს ბათუმში და რომან შამათავას გადასცეს. საქართველოს შსს-ს ცნობითვე, დავით ცინდელიანი, რომელიც აფხაზებთან რაიმე კავშირს უარყოფდა, რომან შამათავამ თანამშრომელთან ერთად ნავით გაიყვანა შავ ზღვაში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და გვამი წყალში გადააგდო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ცესკო 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
Next post ოლიმპიურ ჩემპიონებს ლაშა ბექაურსა და ლაშა ტალახაძეს საპატიო ვარსკვლავები გაუხსნეს