დავით ქართველიშვილი: წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით მაღალი ეშელონებიდან – არ გრცხვენიათ?

Read Time:1 Minute, 0 Second

წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით სახელისუფლებო მაღალი ეშელონებიდან და დღესაც, რუსეთთან ბრძოლის მაგივრად – საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს რომ აწარმოებთ – არ გრცხვენიათ? – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს ოლეგ ნიკოლენკოს.

„უკრაინა – წლების განმავლობაში უდანაშაულო, მაგიდაზე „გასკოჩილ“, მცირეწლოვანი შვილების მამებს რომ „აქათამებდნენ“ – მათი მფარველი რომ ხარ დღემდე: კოხტა კოდუა, ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძე – „პოლიტიკური ნიშნით დევნილი“ თურმე… არ გრცხვენიათ???

საქართველოში ფაშისტური რეპრესიული რეჟიმის არქიტექტორი, ქართულ ღირსებაზე მონადირე და მისი გამანადგურებელი, ქვეყნის საკონცენტრაციო ბანაკად გადამქცეველი, კრიმინალი, ზურაბ ადეიშვილი რომ გყავთ თქვენი „მართლმსაჯულების“ გამპრავებლად – არ გრცხვენიათ?

წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით სახელისუფლებო მაღალი ეშელონებიდან და დღესაც, რუსეთთან ბრძოლის მაგივრად – საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს რომ აწარმოებთ – არ გრცხვენიათ?

საქართველოს ელჩის არაერთი თხოვნის მიუხედავად ამდენი ხანი ერთხელაც რომ შეხვედრია თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის მისაღებში დღე და ღამე იგივე პეტრე ცისკარიშვილი გიზით და საქართველოს წინააღმდეგ პასკვილებს რომ გიწერთ – არ გრცხვენიათ?

საკუთარი სახლების კარი რომ გვაქვს ღია თქვენი დევნილებისთვის, ყოველდღე ტონობით ჰუმანიტარულ ტვირთებს ვაგზავნით იმავე კიევში, რომლის სურსათით მომარაგებას თქვენ ვერ ახერხებთ, იმიტომ რომ ჩვენით ხართ დაკავებული – არ გრცხვენიათ?

ეს ომიც დასრულდება და მასში რა თქმა უნდა უკრაინა გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში, მაგრამ თქვენს ხელისუფლებასთან ურთიერთობა უკვე საქართველოსთვის იქნება სამარცხვინო…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ილია მეორის დამსახურებაა, რომ ეკლესიამ მოიპოვა ფართო აღიარება, დაე, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გაერთიანების სიმბოლო
Next post ირაკლი კობახიძე – რასაც ღიად ვერ ბედავენ პოლიტიკოსები, მათი ტელევიზიები აკეთებენ, პირდაპირ რუკა ჰქონდათ გაშლილი და საუბრობდნენ, როგორ შეიძლება, შეიჭრას საქართველო სოხუმში და ცხინვალში