დავით ქართველიშვილი: ასე ხდება ხოლმე, როდესაც კოლექტიური „კრემლი“ ორკესტრირებულად ებრძვის „დასავლურ ფასეულობათა შუქურას“

Read Time:47 Second

უკრაინის მოქალაქეს დედამიწის ზურგზე რჩება მხოლოდ „შარიათის სასამართლოს“ იმედი და არაა გამორიცხული, სააკაშვილის ადვოკატებმა ავღანეთის თალიბანისკენ აიღონ გეზი – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის საჩივრის განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხვის შესახებ, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ასე ხდება ხოლმე, როდესაც კოლექტიური „კრემლი“ორკესტრირებულად ებრძვის „დასავლურ ფასეულობათა შუქურას“. „პუტინის პატიმრის“ მიმართ ქართულ პენიტენციურ სისტემაში „არაადამიანურ“ მოპყრობასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი, ივანიშვილის მიერ „მოსყიდულმა“ ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ – განსახილველ საქმეთა სიიდან ამოიღო. ალბათ პუტინის აგრესიის მიმართ „შიშის“ გამო. ასე ხდება ხოლმე, როდესაც კოლექტიური „კრემლი”“ორკესტრირებულად ებრძვის „დასავლურ ფასეულობათა შუქურას“. მასე ყოველ ჯერზე მოხდება – როდესაც მის მიერ წამოწყებულ საქმეებს: „სააკაშვილი – საქართველოს წინააღმდეგ“ ჰქვია. როგორც წესი – საქართველო იმარჯვებს. ამჟამად უკრაინის მოქალაქეს დედამიწის ზურგზე რჩება მხოლოდ “შარიათის სასამართლოს” იმედი და არაა გამორიცხული, სააკაშვილის ადვოკატებმა ავღანეთის თალიბანისკენ აიღონ გეზი“ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

სტრასბურგის სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას ეხებოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა
Next post მიხეილ სააკაშვილი-იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეგნებულ გაყალბებას ახდენს