პარასკევი, მაისი 15, 2026

დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტის გამოსვლა იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, რასაც ვერ ვიტყვი პრემიერ-მინისტრზე

ბრიუსელში პრეზიდენტის გამოსვლა იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, რასაც ვერ ვიტყვი პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპის სხვა დედაქალაქებში გაკეთებულ განცხადებებზე, – ასე შეაფასა პარტია „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა.

„აღმოჩნდება თუ არა საკმარისი ეს გამოსვლა იმის საკომპენსაციოდ, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა ან ცუდად გააკეთა – შარლ მიშელის შეთანხმება გადააგდო და სერიოზული პრობლემა შეუქმნა ქვეყნის ევროპულ მომავალს. შარშან მიშელის შეთანხმების ფარგლებში რომ ვყოფილიყავით, შარშანვე ამ სტატუსს მივიღებდით. სამწუხაროდ, ვინც მიშელის შეთანხმებას ხელი არ შეუწყო, ხელი შეუწყო საქართველოს გზის გართულებას ევროინტეგრაციის მიმართულებით. რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, ეს სწორი თემები იყო. არ მგონია, რომ ამაზე მეტი კონკრეტიკა შეეძლო, სულ ერთი კვირის წინ გაცილებით მწვავე იყო ხელისუფლების მიმართ. ბრიუსელის ტრიბუნა არ იყო ის ტრიბუნა, სადაც პრეზიდენტს შიდაპოლიტიკური პროცესები უფრო დეტალურად უნდა გაერჩია.

ჩემს პირად დაკვირვებას მოგახსენებთ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს – მგონია, რომ პრეზიდენტი მზად არის ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის, თუმცა ალბათ, ორი ფაქტორია, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ერთი, როდის და რა ვითარებაში, რომ გარდა ჰუმანური აქტისა, ამან პოლიტიკური შედეგი მოუტანოს ქვეყანას და მეორე, ალბათ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არიან ადამიანები, რომელთაც, რაც მეტს შეუძახებ, მეტს გააკეთებს და არიან ადამიანები, რომელსაც, რაც მეტს შეუძახებ, ცოტას გააკეთებს. ალბათ, რაღაცები უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თამარ ბაგრატიონი: ჩემი მეუღლის საქმეში არასოდეს ვერევი, ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება

ჩემი მეუღლის საქმეში არასოდეს ვერევი, ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა განაცხადა.პირველ ლედის კითხვა დაუსვეს აქციებისას დაკავებული პირები შეწყალების შესახებ. როგორც საპასუხოდ თამარ ბაგრატიონმა აღნიშნა, ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება.„ჩემი მეუღლის საქმეში არასოდეს ვერევი. მთელი ცხოვრება ჰუმანურ მისიას ვემსახურები. გასაგებია, რომ ახალგაზრდების შეწყალებას ითხოვენ და ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება. ვერაფერს ვერ გეტყვით“, – აღნიშნა თამარ ბაგრატიონმა.

სერგეი ლავროვი – სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყველა პრივილეგიის დაკარგვის რისკის ქვეშაა

სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყველა პრივილეგიის დაკარგვის რისკის ქვეშაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვს და ერევანს შორის ურთიერთობები მჭიდრო და მოკავშირეობრივია, თუმცა, ამავდროულად, ადვილი არ არის.„დასავლეთი ცდილობს, დსთ-ის ზოგიერთი სხვა წევრის მაგალითის მსგავსად, დაიმორჩილოს და გაწყვიტოს სომხეთის ორმხრივად სასარგებლო ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები დსთ-ისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პარტნიორებთან“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამისათვის მან უნდა დააკმაყოფილოს ორგანიზაციის სტანდარტები.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად  ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 155 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ,,პრეგაბალინი“ აღმოაჩინეს.გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

აბას არაღჩი – მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამერიკელების მიმართ ნდობა არ გვაქვს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი კვლავ ღიაა მოლაპარაკებებისთვის, თუ ვაშინგტონი სერიოზულობას გამოიჩენს, - ინფორმაციას The Iran International-ი ავრცელებს.ამასთან, მისი თქმით, წინა დიპლომატიური მცდელობების შემდეგ ირანს შეერთებული შტატების მიმართ ნდობა არ აქვს.„მოლაპარაკებებით მხოლოდ მაშინ ვართ დაინტერესებული, თუ მეორე მხარე სერიოზულად არის განწყობილი. ამერიკელების მიმართ ნდობა არ გვაქვს. ვცდილობთ შევინარჩუნოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რათა დიპლომატიას შანსი მივცეთ“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.მისი მტკიცებით, „ირანი სრულად მზადაა საბრძოლო მოქმედებებს დაუბრუნდეს და ასევე მზადაა დიპლომატიური გადაწყვეტილებებისთვის“.ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეერთებულ შტატებს გამარჯვების გზა არ აქვს.არაღჩის თქმით, თეირანი მიესალმება ჩინეთის ნებისმიერ ძალისხმევას სიტუაციის, რომელიც სიტუაციის შემსუბუქებისკენ იქნება მიმართული.„ირანი მიესალმება ყველაფერს, რასაც ჩინეთი გააკეთებს სიტუაციის შესამსუბუქებლად“, - განაცხადა არაღჩიმ.

მეხანძრე-მაშველებმა სახლში შეპარული დათვის ბელი უვნებლად გამოიყვანეს

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა 112-ში დარეკეს და განაცხადეს, რომ მათ სახლში დათვის ბელი შეიპარა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა პატარა სტუმარი უსაფრთხოდ გამოიყვანეს სახლიდან, გამოკვებეს და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს გადასცეს.

ბოლო სიახლეები