დავით უსუფაშვილი: ბიძინას უყვარდა ეს ტერმინი – “ხელწერა”, სრულიად ცალსახად ჩანს მისი ხელწერა, კაზინოში მოთამაშის

Read Time:58 Second

ბიძინას უყვარდა ეს ტერმინი – “ხელწერა”, სრულიად ცალსახად ჩანს მისი ხელწერა, კაზინოში მოთამაშის – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ესენი ხედავენ, რომ ევროპა დაინტერესებულია საქართველოს ევროპის ფარგლებში მოქცევით. ამაზე თამაშობენ როგორც კაზინოს მოთამაშე. იციან, რომ იმათ საქართველოს ევროკავშირში შესვლა უნდათ, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავისი ინტერესები არ შელახონ. მათი ინტერესებია: ერთპარტიული მმართველობა, კონტროლი სასამართლოზე, მედიაზე, პარტიებზე, საარჩევნო კანონის მორგება როგორც უნდათ ისე და ა.შ.

მაქსიმალურად მიდიან „ვა ბანკზე“, ფიქრობენ, რომ „სად წავა, აბა, ევროპა, რუსეთს ჩააბარებს საქართველოს? კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და ჩვენებურადაც გავაგრძელებთ ქვეყნის მართვას“. ეს არის მათი ამოცანა, ეს არის მათი ნომერ პირველი არჩევანი. ამასთანავე ფიქრობენ, რომ „ვა ბანკზე კი მივდივართ, მაგრამ ვაი და არ მოგვცენ სტატუსი?“ , ამისთვის უნდა ჰყავდეთ ადგილზე “აგენტები”, უნდა ჰყავდეთ მომზადებული “გლობალური ომის პარტია”, რომელთაც შეფუთავენ ერთად და ეტყვიან ხალხს: “ამაშია საქმე, ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ, მაგრამ მაგათ სხვა რამე უნდოდათ ჩვენგან, ბიძინას იმიტომ ართმევენ ფულებს, რომ ვერ დაითანხმეს რაღაცაზეო”.

ბიძინას უყვარდა ეს ტერმინი – “ხელწერა”. სრულიად ცალსახად ჩანს მისი ხელწერა, კაზინოში მოთამაშის. რომ გამოიცნო, რა უნა მოწინააღმდეგეს და ბოლომდე შენი რაღაცები უნდა გაიტანო, რადგან დარწმუნებული ხარ, მაინც მოგცემს. თუ არ მოგცემს დააბრალებ სხვებს, ოპოზიციას, “გლობალური ომის” პარტია და ა.შ.“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს
Next post ირაკლი ჩიქოვანი: რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს შეგნებული და გააზრებული, თუ რამხელა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას საქართველო და რაოდენ მნიშვნელოვანია, ყველამ ერთიანად ვიმოქმედოთ