დავით უსუფაშვილი: ბევრი პარტია როგორმე გავერთიანდეთო – ეს გზა არსად მიგვიყვანს, ორცოლიანობა „არ მოსულა“, ორპარტიულობაც „არ მოსულა“

Read Time:47 Second

ბევრი პარტია როგორმე ერთად გავერთიანდეთო, ეს გზა არსად მიგვიყვანს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„მე ვარ „ლელოს“ პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი პარლამენტი, ვმუშაობ 723-ე ოთახში. ჩემი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თვლის, რომ „ლელოსთან“ ერთად წარმოუდგენია უფრო დიდ და უფრო მძლავრ პოლიტიკურ პარტიაში ყოფნა. 723-ე ოჯახში ინდივიდებისათვის ყველასთვის ღიაა კარი. ორცოლიანობა „არ მოსულა“, ორპარტიულობაც „არ მოსულა“, კანონითაა პირდაპირ აკრძალული“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარტიები ადამიანების გაერთიანებამ უნდა გააძლიეროს.

„პატარ-პატარა სოკოებად გაშლილი პოლიტიკური პარტიები ყველაზე მარტივი სანადიროა პირველ რიგში ხელისუფლებისთვის და მეორე რიგში ყოფილი სახელისუფლებო პარტიისთვის. „შენების მოძრაობა“ რომ შევქმენით, გამოვაცხადეთ, რომ ჩვენ მზად ვართ ვიყოთ ერთ-ერთი კომპონენტი ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციის და „ლელო“ დღესაც ასეა.

„ლელოს“ შექმნის გენეტიკური, პოლიტიკური კოდია ის, რომ აქ თავი მოიყარეს სხვადასხვა პარტიებიდან, სხვადასხვა ჯგუფებიდან და მზად ვართ ისევ ამისთვის. პარტია უნდა გააძლიეროს ადამიანების გაერთიანებამ, არა მარტო პოლიტიკური პარტიებიდან, არამედ ექსპერტებმაც, რომლებიც ძალიან ბევრი რამ ჩვენზე მეტი იციან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს პრემიერმინისტრი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
Next post მიხეილ სააკაშვილი: 2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში