დავით სერგეენკო – ადამიანურად ვწუხვარ და ჩემი ბრალიც არის, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ვერ მოვახერხე
ინფექციურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად რამდენიმე მცდელობა გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ამის გაკეთება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
„მე მართლაც, ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და ეს ჩემი ბრალიც არის დიდწილად, რომ ამ დროის განმავლობაში, ვიდრე მინისტრად ვმსახურობდი, ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება და მძიმე ტვირთად მაწევს. შეიძლება ყველაზე მძიმე ტვირთი განვლილი მინისტრობიდან სწორედ ეს იყოს. ჩვენ რამდენიმე მცდელობა გვქონდა ინფრასტრუქტურის მოსაგვარებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ამის გაკეთება. 2013-14 წლების განმავლობაში იყო მცდელობა, მოვლაპარაკებოდით იურიდიულ დონეზე მეპატრონეს იმ კონტრაქტით, რაც არის გაფორმებული. ვერ შევთანხმდით ამ დეტალებზე. ამის შემდეგ გვქონდა მცდელობა, იგივე ფართი მოგვეძებნა, რომელსაც სახელმწიფო იქირავებდა და გადავიტანდით დაწესებულებას. სამწუხაროდ, ესეც ვერ მოხერხდა, სპეციფიკურია მოთხოვნები ინფექციური საავადმყოფოსთვის. შემდეგ იყო მოთხოვნა, გამოეყო ნაკვეთი უნივერსიტეტის ქუჩაზე. დავიწყეთ პროექტირება, მაგრამ ესეც ვერ მივიყვანე, სამწუხაროდ, ბოლომდე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
როგორც პრემიერის მრჩეველმა განაცხადა, ინფექციური კლინიკის გადატანა დიღომში იგეგმება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.
„ახლა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამზადებულია ინფრასტრუქტურა დიღმის კლასტერში, სადაც საჭიროებს რამდენიმეთვიან გარკვეულ გადაკეთებას, სპეციფიკის გათვალისწინებით. ახალი აშენებული შენობაა, სადაც კლინიკა თავის პაციენტებით გადავა გადაკეთების შემდეგ. ამის შესახებ მე გავიგე ორი თვის წინ და ერთი წელი სჭირდება ამის მოგვარებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...