დავით მაღრაძე: ილიამ სამი საუნჯე დაგვიტოვა – „მამული, ენა, სარწმუნოება“, სააკაშვილი სამივეს საჯაროდ გაემიჯნა

Read Time:52 Second

ილიამ სამი საუნჯე დაგვიტოვა – „მამული, ენა, სარწმუნოება” და სააკაშვილი სამივეს საჯაროდ გაემიჯნა. სარწმუნოებასთან მისი გამიჯვნის კადრები ახსოვს ქართველ საზოგადოებას. მამული, საქართველოს მოქალაქეობა, ფეხქვეშ გათელა, სასამართლოზე ქართულ ენას გაემიჯნა და თარჯიმანი დასჭირდა – ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

როგორც მაღრაძე აღნიშნავს, ამ ხელისუფლების დასამხობად განსაკუთრებული მგზნებარებით ის ხალხი აქტიურობს, რომელიც ვითომ საბჭოთა მენტალიტეტით იყო და არის შეწუხებული.

„რაც შეეხება სააკაშვილის მხარდამჭერებს, ამ ხელისუფლების დასამხობად განსაკუთრებული მგზნებარებით ის ხალხი აქტიურობს, რომელიც ვითომ საბჭოთა მენტალიტეტით იყო და არის შეწუხებული, სინამდვილეში როგორც კი სააკაშვილმა 21-ე საუკუნის საბჭოთა რეპრესირებული მანქანა გააცოცხლა, ჯერ ამ მანქანას “ეხახუნა”, მერე შეაქო… თავიანთი თანამშრომლობით რეჟიმისგან გამეტებული ხალხი გაწირეს და ახლა საკუთარი ბიოგრაფია რომ “გააპრავონ”, ამ ხელისუფლებისგან ნებადართულ სიმამაცეში თვალების ბრიალით, ხმალამოღებული გადაეშვა. როგორც წესი, მშვიდობის იმას რცხვენია, ვისაც ბრძოლის თავი არა აქვს. ამის საილუსტრაციოდ გავიხსენებ დიდი ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის შეგონებას – ჭკუით, ქართველებო! როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, მისი ვაჟები სრული შემადგენლობით იბრძოდნენ. უფროსი, იმ ომში გმირულად აღესრულა. იმ მოღვაწეების შვილები კი, რომლებიც დღენიადაგ იარაღისკენ მოუწოდებენ ახალგაზრდებს, არც აფხაზეთში უნახავს ვინმეს და არც სამაჩაბლოში, არსად, სადაც თავდადება იყო საჭირო“ – აცხადებს დავით მაღრაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქვეყნის 63 ქალაქში „ახალი წლის დღეები საქართველოში“ დღეიდან დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ფოტოკოლაჟი რეგიონებიდან
Next post დავით მაღრაძე: პრეზიდენტი კერპი არ არის, სავსებით გასაგებია, რას ემსახურებოდა მისი ჩამოსვლა – ქვეყანაში დაძაბულობის შექმნას, ანარქიას, არეულობას