დავით მაღრაძე: ბატონმა ღარიბაშვილმა მკაფიოდ გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომა ამ განსაცდელის დროს

Read Time:1 Minute, 13 Second

„როდესაც ქვეყნის პირველი პირი მოსახლეობას გულახდილად დაელაპარაკა, ამან მოსახლეობის ერთი ჯგუფი დააბნია“, – აღნიშნა პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, პრემიერ-მინისტრის განცხადების შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

„პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მითითებით, საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა კიევი არ დატოვეს. როგორც მე ვიცი, საქართველოს საელჩო იმ გამონაკლისებს შორისაა, რომელიც კიევში მუშაობს. მადლობა მინდა ვუთხრა უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც კიევში დარჩნენ და თავიანთი მხნეობით, მაგალითს აძლევენ და საქართველოს ღირსებას იცავენ და წარმოაჩენენ. ბატონმა ღარიბაშვილმა მკაფიოდ გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომა ამ განსაცდელის დროს“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

მან უკრაინის პრეზიდენტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნის პირველ პირს თავი ღირსეულად უჭირავს.

„დადგა განსაცდელის წინაშე და ამ განსაცდელიდან არსად არ წასულა. თავი ღირსეულად, მხნედ უჭირავს – გამომეტყველებაც, განცხადებაც, შინაარსიც, აღმოჩნდა, რომ განსაცდელის დროს თავის ძალიან ღირსეულად დაჭერა შეუძლია“, – აღნიშნა დავით მაღრაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკური სანქციებით, მხოლოდ საკუთარი თავის დაზიანება შეგვიძლია და შესაძლოა, უკრაინელი ხალხისთვის ამან რაიმე სასარგებლო შედეგიც ვერ მოიტანოს.

„შვეიცარიამ უარი თქვა, რომ რუს ჩინოვნიკებს წვდომა შეუწყვიტოს საბანკო ანგარიშებზე, ახლა რა ვქნათ, შვეიცარიის საელჩოს მოვუწყოთ საპროტესტო მიტინგი?! ასე ვირბინოთ უკრაინის დროშებით სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან?! ეს არის ჩვენი ფუნქცია და ეს პათეტიკაა მხოლოდ ქართული პატრიოტიზმი?!. ჩვენს ახალგაზრდებს მინდა შევახსენო, რომ პატრიოტიზმი საკუთარი ქვეყნის სიყვარულს გულისხმობს და არა სხვისი ქვეყნის სიძულვილს. პატრიოტიზმი როგორ ესმით იცით, მიწა-წყალს რომ დაკარგავს, ამას უნდა დაარქვას გამარჯვება. ეს ის ხალხია,[„ნაციონალური მოძრაობა“] რომლებსაც გორი-თბილისის გზა რომ დარჩენოდათ, გორს ნიკოფსიას დაარქმევდა და თბილისს დარუბანდს და იტყოდნენ გადავჭიმეთ საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე-ო“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: დღეს ახალგაზრდა ბიჭები იხოცებიან – უკრაინა არ იმსახურებს ასეთ სადისტურ დამოკიდებულებას
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი: დროა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს მრავალწლიანი დისკუსია და უკრაინამ ევროკავშირის წევრობა მიიღოს