დავით მათიკაშვილი: როგორც არ უნდა გვიკიჟინოს რადიკალურმა ოპოზიციამ, საკუთარ მოქალაქეებს ვერ დავუწესებთ სანქციებს. ავიამიმოსვლა გულისხმობს, მილიონამდე ეთნიკური ქართველის უპრობლემო მიმოსვლას საკუთარ ისტორიულ სამშობლოსთან

Read Time:59 Second

საქართველო არ გახდება სანქციების დარღვევის არეალი და მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, არცერთი ქართული აეროპორტი არ მიიღებს სანქცირებულ ბორტებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ატყუებს საზოგადოებას, ცდილობს მის შეცდომაში შეყვანას, საკუთარი მიზნებისთვის.

„დღეს, როდესაც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში შესაძლოა, პროვოკაციულად და სპეკულაციურად ამ საკითხმა მათ რაღაც ბონუსი და ქულა მოუტანოთ, ისინი ატყუებენ საზოგადოებას, ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და საკუთარი სურვილები რეალობად გაასაღონ.

ჩვენ როგორც არ უნდა გვიკიჟინოს რადიკალურმა ოპოზიციამ, საკუთარ მოქალაქეებს, მოსახლეობას ვერ დავუწესებთ და არ დავუწესებთ სანქციებს. ავიამიმოსვლა გულისხმობს, საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი, სადღაც მილიონამდე ეთნიკური ქართველის უპრობლემო მიმოსვლას საკუთარ ისტორიულ სამშობლოსთან და ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას შესაბამის ნიშნულზე, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის.

აქვე ვიტყვი, რომ როგორც ეს ადრე ითქვა, საქართველო თავად არ უწესებს სანქციებს ამ მოცემულობაში რუსეთს, უკრაინაში ომის ვითარებას ვგულისხმობ, თუმცა, საერთაშორისო სანქციებს უერთდება. საქართველო არ გახდება სანქციების დარღვევის არეალი და მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, არცერთი ქართული აეროპორტი არ მიიღებს სანქცირებულ ბორტებს, მაგრამ პირდაპირი ავიამიმოსვლა, რომელიც დაკავშირებული იყო ერთი მხარის, ამ შემთხვევაში რუსეთის გადაწყვეტილებაზე, ამ საკითხის პროვოკაციულად და სპეკულაციურად, საქართველოს ხელისუფლებისთვის პრეტენზიის წაყენება, ეს არის სწორედ ნაბიჯები ისევ საქართველოს მოქალაქეების, ეთნიკურად ქართველების წინააღმდეგ, რომელთაც შეუძლიათ ისარგებლონ ამ პირდაპირი ავიამიმოსვლით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს – საქართველოს გულშემატკივრად
Next post შალვა პაპუაშვილი: მადლობა ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს 7-8 მარტს საზოგადოებრივი წესრიგის და შტურმისგან პარლამენტის დაცვისთვის