სამშაბათი, სექტემბერი 22, 2026

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის სააკაშვილის კლასტერი და მახინჯი მცდელობა, დაყოფის შედეგად მარტივად შეძლონ პატარ-პატარა ჯგუფებად გადაპარვა და საარჩევნო ბარიერის გადალახვა

კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე, ნიკანორ მელია, ნიკა გვარამია, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი გახარია, ეს არის ერთი დიდი კლასტერი, რომელიც რა თქმა უნდა არის სააკაშვილის კლასტერი თავიდან ბოლომდე და არის მახინჯი მცდელობა დაყოფის შედეგად მარტივად შეძლონ პატარ პატარა ჯგუფებად გადაპარვა, საარჩევნო ბარიერის გადალახვა და შემდგომ იქ კოალიციის შექმნა, რაც არის აბსურდი. დღეს მათ, არც ხვალ და ზეგ მითუმეტეს, როცა არჩევნები მოახლოებული იქნება არანაირი შანსი არ ექნებათ ამის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციას სურს სალომე ზურაბიშვილისგან შექმნან მიზიდულობის ცენტრი და ამით შექმნან ილუზია, რომ არის გარკვეული ძალა, რომელიც არ არის „ნაციონალურ მოძრობასთან“ დაკავშირებული.

„სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება მიზიდულობის ცენტრი, მაგრამ ის მისი საქციელით თუკი გადადგამს ამ ნაბიჯს და გადადგება დაკავებული თანამდებობიდან და მთლიანად უკვე არსებითად გადაინაცვლებს ოპოზიციაში, რა თქმა უნდა ეს იქნება მცდელობა იმის, რომ გალიდერებით შექმნან ილუზია, რომ თითქოს არის გარკვეული ძალა, რომლის სათავეში დგას სალომე ზურაბიშვილი, თუ ვინმე კიდე სხვა, რომელიც არ არის „ნაციონალურ მოძრობასთან“ დაკავშირებული. ეს არის ტყუილი და აქ არის მზაკვრული გეგმა იმ ძალებისა, ვისაც აქვთ სურვილი გადააპარონ 5%-იან ბარიერს ცალ-ცალკე დაშლილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შემდგომ პარლამენტში მოხდეს ამ კონსტრუქციის თავიდან აწყობა. „ლეგო“ რომ არის თამაში, რომ შლი პატარ-პატარა ნაწილებად, პატარა ნაწილების გადაპარვას უფრო მოხერხებულად ფიქრობენ რომ შეძლებენ და შემდგომ უნდა მოხდეს ვითომ კოალიციურ ერთობაში ამ ძალების გაერთიანება, რაც არის სრული აბსურდი.

ნიკა გვარამია, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, ვინმემ მართლა სერიოზულად დაიჯეროს აი თუნდაც იმ ნაწილმა ელექტორატმა, რომელიც არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე, მაგრამ ვთქვათ პირობითად „ქართულ ოცნებასაც“ არ აძლევს ხმას. როგორ შეიძლება ყოფილი იდეოლოგი, ყოფილი პროკურორი და ჯალათი დაიჯერო, რომ დღეს ის, რომელიც დღენიადაგ სააკაშვილთან კონტაქტზეა და ზოგადად ესეც რომ არ იყოს, მისი პროპაგანდისტული სულისკვეთება დღემდე არსებული გაქრა? ხომ არ არსებობს ასეთი რაღაცა, ეს არის დაუჯერებელი ფაქტი, ვერავინ ვერავის ვერ მოატყუებს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას, როდესაც აფინანსებს პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნების შედეგებს უარყოფს...

ევროპის საბჭო აფინანსებს ბახმაროში არმაზ ახვლედიანის მიერ ორგანიზებულ შეკრებას და ამას „სამოქალაქო დიალოგის“ ხელშემწყობ პროექტად წარმოაჩენს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც ის აღნიშნავს, ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას?„კიდევ ერთხელ, კარგად რომ გავიაზროთ ბახმაროს შეკრების სკანდალის მასშტაბი, დამოუკიდებლად იმისა დაარღვია თუ არა ევროსაბჭომ კანონი:ევროპის საბჭო აფინანსებს ბახმაროში არმაზ ახვლედიანის მიერ ორგანიზებულ შეკრებას და ამას „სამოქალაქო დიალოგის“ ხელშემწყობ პროექტად წარმოაჩენს. საუბარია პოლიტიკოსზე, რომელიც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ბოკერიას განყოფილების პარტიული სიით იყო დეპუტატი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი უშუალოდ დიქტატორი სააკაშვილის პარტიული სიით მონაწილეობდა.ორი წლის წინ, არჩევნების ღამეს სწორედ ის აცხადებდა: „ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი დამარცხდა, თუმცა ის ამას უტიფრად არ იმჩნევს და მორჩილი ცესკოს პირით გამარჯვებას აცხადებს. გამარჯვებული ოთხივე ოპოზიციური პარტია ახლა ვალდებულია, არ დაუშვას რუსული ოცნების მიერ ძალაუფლების მიტაცება“. მანამდე, ის არც 2020 წლის არჩევნებს ცნობდა.ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას და რა გზავნილს უგზავნის საზოგადოებას, როდესაც აფინანსებს პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნების შედეგებს უარყოფს და ხელისუფლებას რუსულ რეჟიმად აცხადებს? ნათელია, რომ ასეთი მხარდაჭერა მხოლოდ პოლიტიკურ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს აძლიერებს და თავად ევროპის საბჭოს მიუკერძოებლობას და სანდოობას აზიანებ,”- წერს პაპუაშვილი. 

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ნაურუს(ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის თანახმად, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა სტაბილური და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველია. "საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროებში პარტნიორობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა კობახიძემ X-ზე დაწერა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით საქართველოსა და ნაურუს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. "მოხარული ვარ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგს.დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. ვიმედოვნებთ, მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდება”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

“ევროპის სახალხო პარტია“ გიორგი ბარამიძის დაკავებასტან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

„ევროპის სახალხო პარტია“ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს. „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტია „ღრმა შეშფოთებას გამოხატავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების გამო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მისწრაფებების აქტიური დამცველია“. „EPP-ისთვის კარგად არის ცნობილი მისი პირადი წვლილი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, რომელსაც თანმიმდევრულად ატარებდა, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში ყოფნის დროს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პროდასავლური ოპოზიციის პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლოს გიორგი ბარამიძე და საქართველოში მყოფი სხვა პოლიტპატიმრები“, - ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში

საია – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განსახილველად მიიღო საქმე, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას შეეხება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საიას მიმართვის საფუძველზე განსახილველად მიიღო ირაკლი მილაძის საქმე, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას შეეხება. ამის შესახებ ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოცაიციის“ განცხადებაში.როგორც საია განმარტავს, ეს არის რიგით მეორე საქმე საქართველოსთან მიმართებით, რომელიც მომჩივნის მოთხოვნის საფუძველზე გადაეცა დიდ პალატას, ამავე დროს, საია უთითებს, რომ პირველი საქმე შეეხებოდა საიასა და პარტნიორი ორგანიზაციების საჩივარს 20 ივნისის აქციის დაშლის ოპერაციასთან მიმართებით.„საიამ საქმე დიდ პალატაში 2026 წლის აგვისტოში გაასაჩივრა. საქმე შეეხება სოციალურ ქსელებში (TikTok) გამოხატული პოზიციების გამო პირის (ირაკლი მილაძის) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დევნას.ცნობისთვის, სასამართლოს მეოთხე სექციის გადაწყვეტილებით (19.05.2026), საქმეში კონვენციის დარღვევა არ დადგინდა. ხოლო, გადაწყვეტილებიდან მალევე, შეიქმნა და ამოქმედდა შსს-ს დაქვემდებარებული ე.წ. „ცენზურის სამმართველო“, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოხატული მოსაზრებების გამო ადამიანების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებს აწარმოებს.საია უახლოეს დღეებში საზოგადოებას საქმის შემდგომი პროცედურების შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.საია განაგრძობს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, განსაკუთრებით იმ საქმეებზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა არსებული კრიზისის პირობებში საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის პრაქტიკებს უკავშირდება”, - წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა თანამდებობა დატოვა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა თანამდებობა დატოვა.არსებული ინფორმაციით, მან მერის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.შეგახსენებთ, გოგი აბუაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერად 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში აირჩიეს. კანდიდატად წარმოდგენილი იყო პარტია „ქართული ოცნების“ მიერ.

ბოლო სიახლეები