დავით მათიკაშვილი: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კიევიდან მათი ბელადის დირექტივებით არ იხელმძღვანელებს და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს, მოლაპარაკება მათთანაც შესაძლებელია

Read Time:24 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს მოლაპარაკება მათთანაც შესაძლებელია.

„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კიევიდან მათი ბელადის დირექტივებით არ იხელმძღვანელებს და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს, ცხადია მოლაპარაკება მათთანაც შესაძლებელია, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების განახლებამდე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდებიან. კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, შემდეგ კი „ლელოს“ ლიდერებს შეხვდნენ.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ამილახვარი: ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შესაძლებელია, გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან რიგ საკითხებზე მოლაპარაკება შედგეს
Next post თამარ გაბუნია: ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების რისკები მაღალია