დავით თორდია-პატრიოტები არასდროს ლანძღავენ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ქვეყანას ლანძღავენ მხოლოდ ქვეყნის მოღალატეები

Read Time:1 Minute, 1 Second

,,მიხეილ სააკაშვილი არასდროს მევასებოდა, მეტიც, მაგრად ვერ ვიტანდი, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს როდესაც ევროპაში მიდიოდა და სიტყვით გამოდიოდა, საჯაროდ არასდროს ვლანძღავდი ხოლმე, იმიტომ რომ ის საქართველოს პრეზიდენტი იყო, ის საქართველოს წარმოადგენდა პატრიოტები არასდროს ლანძღავენ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ქვეყანას ლანძღავენ და ძირს უთხრიან მხოლოდ ქვეყნის მოღალატეები. ახლა ნაცებს ჰგონიათ რომ ებრძვიან ღარიბაშვილს, ჩადიან ევროპაში და ტრიბუნიდან ლანძღავენ ჩვენს მთავრობას, ძირს უთხრიან ჩვენს ქვეყანას და უფუჭებენ ავტორიტეტს, სინამდვილეში ისინი ღარიბაშვილს არ ებრძვიან, არამედ ებრძვიან ქართველ ხალხს და ჩვენს სამშობლოს, იმიტომ რომ სულით გამყიდველები და ბოღმით სავსე მოაღალატეები არიან. რამდენი ზიანი მიაყენეს ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტს და ხელი შეუშალეს ქვეყნის წინსვლას და წარმატებას ამ მოღალატე ნაციონალებმა, 24 საათი ქვეყანას და ხალხს ლანძღავენ ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და ვინც ნაცი არ არის. ეს ხალხი ერის სირცხვილია ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ ხოლმე, რომ ზელინსკის მთავრობაც გვლანძღავს, რადგან ამ ყველაფრის მოტივატორები არიან ქვეყნის მოღალატე ”ნაცები” მათი ანტისახელმწიფოებრივი ტელევიზიები, საინფორმაციო სააგენტოები და მოღალატე ვაიპოლიტიკოსები საქართველოს მთავრობა არჩეულია ქართველი ხალხის მიერ და საქართველოს მთავრობის ლანძღვა იგივე ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა ზელინსკი და მისი კორუმპირებული ბანდა რომ იძახიან ქართველები გვიყვარსო და თან ჩვენს ხელისუფლებას ლანძღავენ – ეგ არის ფარისევლობა და აფერისტობა. ეგრე არ ხდება საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხს და ქვეყანას წარმოადგენს!-”წერს ჟურნალისტი, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ლიდერი 41-ის“ ადმინისტრატორი, ბლოგერი დავით თორდია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ბეჟაშვილი: იმისთვის, რომ არ დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, ყველა პოლიტიკურ ძალას, სამოქალაქო აქტივისტებს გვმართებს გაერთიანება
Next post ნიკოლოზ სამხარაძე: ყველამ ვიცით, რატომ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას და ყველამ ვიცით, რატომ დაესხა რუსეთი თავის დროზე საქართველოს – ეს იყო ჩვენი და უკრაინის სურვილი, რომ გავწევრიანებულიყავით ნატოში