დავით ზილფიმიანი – კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ რიგგარეშე არჩევნები პრაქტიკულად არ განიხილება, ამას ამბობს „ქართული ოცნება“, თვალი რეალობასაც უნდა გავუსწოროთ

Read Time:30 Second

კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ რიგგარეშე არჩევნები პრაქტიკულად არ განიხილება. ამას ამბობს „ქართული ოცნება“. თვალი რეალობასაც ხომ უნდა გავუსწოროთ, -ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, შესაძლოა, ევროპამ გადაწყვიტოს, რომ ნიკა მელიას გირაოს ფული გადაუხადოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ, თუ ეს ასე მოხდება და რიგგარეშე არჩევნებზე ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს, მაგრამ რეალობის ჩარჩოს ხომ არ უნდა გავცდეთ? ზოგიერთმა ხუმრობად მიიღო, მაგრამ შეიძლება, ყველას სახე რომ შეუნარჩუნდეს, ისეთი რაღაც მოხდეს, რომ ევროპამ გადაწყვიტოს, ნიკა მელიას გირაოს ფული გადაუხადოს. თუ სხვა უხდის და ამაზე რაღაც აგრესია არსებობს, შეიძლება მეგობრისგან მიღებული დახმარება ნაკლებად იყოს აღქმული აგრესიულად“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქსტატი – 2020 წელს ლომბარდებმა 322.8 მილიონი ლარის სესხი გასცეს
Next post ჯანმოს დირექტორი: ვაქცინების უთანასწორო განაწილებას ეკონომიკაზე გამანადგურებელი გავლენა აქვს