დავით ზილფიმიანი – ალბათ იქნება ძალიან დიდი მესამე ბირთვი, რასაც მოსახლეობა ელოდება
ერთი და იგივე რამ შეიძლება ორი სხვადასხვა სამრეკლოდან სულ სხვადასხვანაირად ჩანდეს. მაგალითად, გამიკვირდა, მაგრამ მენიშნა ის, რომ ლოგიკურად „ქართული ოცნება“ წავა ე.წ. ახალი ფორმაციების ჩამოყალიბების გზით, ეს დავინახე, – „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
„ასეთ სიტუაციაში, როგორშიც ის იმყოფებოდა, ძალიან ძნელია, რომ რაღაც ზეგავლენების ორბიტიდან გამოხვიდე. ზუსტად იგივეა მე რასაც ვამბობ, რომ ჩრდილოვანი მმართველობაა დღეს დესტრუქციულ ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გამოსვლა სააკაშვილის ზეგავლენისგან ძალიან ძნელია. ჩვენ, ყველანი ვართ რაღაც ფორმით ჩვენს წარსულზე მიბმული, ამიტომ სწორედ ეს წარსულია, რომელმაც შეიძლება გააჩინოს კითხვის ნიშნები. შესაძლოა გახარიას კიდეც გაუჭირდეს“, – განაცხადა ზილფიმიანმა.
კითხვაზე, ხომ არ იქნება გახარია „ქართული ოცნების კონკურენტი“, ზილფიმიანმა განაცხადა:
„კონკურენტი კი არ იქნება, ამ განცხადების შემდეგ მომავალ არჩევნებს მე ვხედავ ხელისუფლებაში ჯგუფურად მოსვლას. ალბათ იქნება ძალიან დიდი მესამე ბირთვი, რასაც მოსახლეობა ელოდება. ის ნაწილი, რასაც ჰქვია „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ეგ ბირთვი ერთმანეთს ვერასოდეს ვერ დაშორდება და ყოველთვის ერთად იქნებიან. ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მესამე ბირთვი რაღაცნაირად გავზარდოთ და შევქმნათ. ტენდენცია აქეთ მიდის, რომ აღარ იყოს ერთი მეორის სიკარგით ან სიცუდით მოსვლა“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...