დავით ზალკალიანი: ჩვენი ნატოელი პარტნიორები კარგად ხედავენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ნატოში ინტეგრაციის გზაზე

Read Time:1 Minute, 0 Second

საქართველოს ნატოში გაწევრიანება ვერ განიხილება გლობალური, დიდი სურათიდან ამოგლეჯილად და იზოლირებულად. ჩვენ ვართ გლობალური მსოფლიოს სამყაროს ნაწილი და ეს სამყარო და ჩვენი ნატოელი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ბოლო მინისტერიალზე, სადაც ჩემს უკრაინელ კოლეგასთან ვიყავი რიგაში, რიგის მინისტერიალის შემდეგ გამოდიოდნენ ჩვენი პარტნიორები და ამბობდნენ, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც წევრი ქვეყანა. მართალია ჩვენ არ გვაქვს სამოქმედო გეგმა, MAP-ი , მაგრამ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი და იგივე ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც ფაქტობრივად არის იგივე კრიტერიუმებზე დაფუძნებული, ერთ ხინჯს ვერ მოუძებნი საქართველოს მხრიდან ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში და ჩვენმა ძმებმა და დებმა იქ სიცოცხლე შესწირეს. 32 ქართველი, გმირი სამხედრო დაიღუპა გლობალური უსაფრთხოების წინააღმდეგ გამოწვევაში ბრძოლაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. ახლოვდება მადრიდის სამიტი, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, ამავე დროს რუსეთი ბევრი მიმართულებით იბრძვის. რუსეთი ძალიან „ეფექტიანად“ იყენებს შიდა პოლიტიკურ პროცესებს, ანუ, თუკი ამა თუ იმ დიდი ქვეყანას ექნება წარუმატებლობა საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. ის გავლენას ახდენს იმ ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ბევრი მიმართულებით მუშაობს რუსეთის ფედერაცია და ეს არის პასუხი იმაზე, რატომ მაინცდამაინც ახლა აყენებს რუსეთი ულტიმატუმებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დუმბაძე: რუსეთის დუმისგან, რომ მოსულიყო წერილი, მიიღებდა თუ არა პაპუაშვილი?…მიიღებდა
Next post თეა წულუკიანი – საბიუჯეტო თანხები დაიხარჯა ისეთ წიგნზე, რომელშიც ლექსები ანა კალანდაძეს განზრახ თუ უნებლიედ მოპარეს და ელენე დარიანს მიაკუთვნეს, ლაშა ბაქრაძემ კი თქვა, ასეთი შეცდომები იპარება, დაგვიმატეთ თანხა და ახალ წიგნს გამოვცემთო