დავით ზალკალიანი: პრემიერ-მინისტრი, გენერალურ ასამბლეაზე, თავის გამოსვლაში, ძირითად აქცენტებს გააკეთებს რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა

Read Time:36 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში, რომელიც გაიმართება ნიუ-იორკში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი, გენერალურ ასამბლეაზე, თავის გამოსვლაში, ძირითად აქცენტებს გააკეთებს რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა და მაქსიმალურად გამოიყენებს ტრიბუნას იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები და ის გამოწვევები, რაც არის განპირობებული ოკუპაციისგან, იყოს განსაკუთრებული აქცენტის ქვეშ.

“ასევე, აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პარალელურ ღონისძიებებში, რომელიც დაგეგმილია ასევე წელს და გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც. უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმილია ასევე ორმხრივი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას. გენერალური ასამბლეა არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს გამოჩენილი იმ პოზიციიდან, რაც ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან როლს და ფუნქციას განაპირობებს”, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი საიას სარჩელზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ხდებიან პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლები
Next post ივანე ჩხაიძე: თუ დეკემბერში ვაქცინაციის 60%-იან ზღვარს ვერ გადავლახავთ, გაგრძელდება შეზღუდვები, ნიღბის ტარების ვალდებულება და ის არაკომფორტული გარემო, რაც ქვეყანაშია შექმნილი