დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს

Read Time:31 Second

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

„გულწრფელად ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომისიის მიერ, მისი გენერალური მდივნის პოზიციაზე არჩევას. დარწმუნებული ვარ თავისი შრომითა და ძალისხმევით, ის შეძლებს ტურიზმის სექტორის განვითარებასა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების გაძლიერებას,” – წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე და იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელი შედეგი ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ იქნება დადასტურებული.

ცნობისთვის, ზურაბ პოლოლიკაშვილი ორგანიზაციის გენერალურ მდივნად 2017 წლის 12 მაისს აირჩიეს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ტურიზმისთვის უმძიმესი გამოწვევა COVID-19-ის კრიზისს უკავშირდება.

აღმასრულებელი საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატს გაერო-ს გენერალური ასამბლეა 2021 წლის მეორე ნახევარში დაამტკიცებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი პირდაპირ ეთერში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
Next post თეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება ჩემთვის ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას