დავით ზალკალიანი ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე: ეს არის რუსეთის ფედერაციის უკანონო ოკუპაციის შედეგი
საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს შეხვდა. დავით ზალკალიანმა ყურადღება დღეს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას 4 ადამიანის დაღუპვის ფაქტზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.
„ეს არის სწორედ რუსეთის ფედერაციის მიმდინარე უკანონო ოკუპაციის შედეგი. ის ფაქტი, რომ გადასასვლელი პუნქტები არის დაკეტილი იწვევს ასეთ მძიმე კატასტროფას. ყველა ეს შემთხვევა უახლოეს პერიოდში დეტალურად განიხილება ყველა საერთაშორისო ფორმატში. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ვთხოვე კიდევ ერთხელ განსაკუთრებით გააძლიეროს ძალისხმევა და ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში ყველა აქტორთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც პასუხისმგებელია დღევანდელ ტრაგიკულ შემთხვევაზე, გაძლიერდეს ზეწოლა, იმისთვის რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველა გადასასვლელი პუნქტის გათავისუფლება და ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების უფლება“, – განაცხადა მინისტრმა.
თავის მხრივ, ტოივო კლაარმა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა შეაფასა როგორც „შესანიშნავი“.
„გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა მინისტრ ზალკალიანთან. განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ჩემი ხვალ დაგეგმილი ვიზიტი აფხაზეთში, ასევე განვითარების პერსპექტივები, ის გამოწვევები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე დგას. ამასთან, ვისაუბრეთ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით და ყურადღება გავამახვილეთ დღევანდელ ტრაგიკულ ინციდენტზე, ენგურის მდინარეში გარდაცვლილ პირებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კლაარმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...