დავით ზალკალიანი: ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრა მაქსიმალურად გამოვიყენეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისგან არსებულ მოლოდინებზე სასაუბროდ

Read Time:58 Second

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრა ქართულმა მხარემ ჩვენ მაქსიმალურად გამოიყენა იმისთვის, რომ ესაუბრა იმაზე, რა მოლოდინები აქვს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისგან.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ ფორმატში ასოცირების ტრიოს შეხვედრა პირველად პრემიერ-მინისტრების დონეზე იმართება. პრემიერ-მინისტრები ხვდებიან სამ პრეზიდენტს – ევროკომისიის, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რა მაღალი მოლოდინია ამ სამიტთან მიმართებაში. ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრა ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გვესაუბრა იმაზე, რა მოლოდინები გვაქვს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისგან. პირველ რიგში ეს არის ჩვენი ევროპული არჩევანისა და ევროპული მისწრაფების შესაბამისი ასახვა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობაზე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთობის და ის, თუ როგორ შეიძლება პრაქტიკულ განზომილებაში ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ხუთი საფლაგმანო პროექტის გადაყვანა და კონკრეტული შედეგების მიღწევა. ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ერთიან ევროპულ ბაზარზე წვდომის კუთხით, რაც უკრაინისა და მოლდოვასთვისაც პრიორიტეტულია. საუბარი იყო ბევრ სხვა ძირითად თემაზე, განსაკუთრებით რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე. პოზიტიურად აღინიშნა ის მედიატორის როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ჩვენი ინიციატივა, რომელიც „სამეზობლოს სამშვიდობო ინიციატივის“ სახელითაა ცნობილი. ევროკავშირის მხრიდან ამ ინიციატივას ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბუტა რობაქიძის მამა მიხეილ სააკაშვილს: მეგონა, რომ სასამართლოზე მოხვიდოდი, ქართველ ხალხს მუხლებზე დაუდგებოდი, ბოდიშს მოიხდიდი არა შეცდომებზე, არამედ ჩადენილ დანაშაულებზე და ერთი წუთით მაინც დახრიდი თავს
Next post ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა