დავით ზალკალიანი: დიდი ალბათობით, საქართველო იქნება იმ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომელსაც ევროკავშირი საზღვარს გაუხსნის

Read Time:37 Second

მინდა დაგიდასტუროთ, რომ არანაირი გამონაკლისი არ არსებობს და საქართველოს სახმელეთო საზღვარს კვეთენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიას განიხილავს და დიდი ალბათობით, საქართველო იქნება ამ ჩამონათვალში.

„ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული მაგრამ, რა ინფორმაციაც ვრცელდება, დიდი ალბათობით, საქართველო არის და იქნება იმ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომელსაც ევროკავშირი საზღვარს გაუხსნის. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენ ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შემდგომი რეგულაციები, თუ რა პროცედურები იქნება ჩვენი მოქალაქეების საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, მიღებული იქნება სწორედ ევროკავშირის გადაწყვეტილებითა და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებასთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – არ გამოვიდა დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა, მავანთა მხრიდან სათავისოდ გამოყენება, კარგი გაკვეთილია, მადლობა ჯანსაღად მოაზროვნე ყველა პოლიტიკოსს
Next post საარჩევნო კოდექსის პროექტით, პარტიულ სიაში ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს