დავით ზალკალიანი: დემოკრატია და საპარლამენტო პროცესი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილია

Read Time:30 Second

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისთვის გაუგებარია ის ინსინუაციები და სპეკულაციები, რომლებიც, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, დღემდე გრძელდება.

„ოპოზიციის ის ჯანსაღი ნაწილი, რომელიც უკვე პარლამენტშია შესული და უკვე აქტიურად ჩაერთო საკანონმდებლო საქმიანობაში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების განხორციელებაში. დემოკრატია და საპარლამენტო პროცესი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილია“, – აცხადებს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ელოდებიან, რომ მეათე მოწვევის პარლამენტს ბარიერგადალახული ყველა პარტია შეუერთდება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია უკვე პარლამენტშია, ნაწილი მაინც ბოიკოტის რეჟიმში რჩება. მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიას გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელშია და შეხვედრებს მართავს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცესში, „ლელო“ კვლავ დესტრუქციულ როლს თამაშობს
Next post ანრი ოხანაშვილი: გახარიას რეიტინგს განაპირობებდა „ქართული ოცნება“, ახლა ვნახოთ ინდივიდუალურად ვის რა რეიტინგის დაგროვება შეუძლია