დავით ევგენიძე: ვის აბრალებს გიგა კობალაძე რუსეთუმეობას?! მე, რომელმაც აგვისტოს ომის მერე ყველაფერი მივატოვე იქ? დაავიწყდა, თავად რამდენ ფულს ურიცხავდა რუსეთს?!

Read Time:2 Minute, 39 Second

„GCA (საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის) თავმჯდომარე გიგა კობალაძე მის კონკურენტ ასოციაცია „GERA“-სა და მის ავტორთა საბჭოს თავმჯდომარეს დავით ევგენიძეს რუსეთუმეობაში სდებს ბრალს.

„გიგა კობალაძე აკეთებს სამარცხვინო განცხადებებს, სირცხვილია როცა ასეთი საშინელი ტრაგედიის დროს ფიქრობს გამდიდრებაზე და უნამუსო ბრალდებებს აჟღერებს! ჩვენ რაშიც ვედავებით, ყველაფერში გვაქვს ოფიციალური საბუთები. ვედავებით რა, ვპასუხობთ თორემ, ჩვენ არაფერში ვედავებით, საერთოდ. თავად დაობს და არც იცის რაზე!“ – ასე პასუხობს კომპოზიტორი და მუსიკოსი დავით ევგენიძე საავტორო უფლებათა ასოციაცია ჯისიეი-ს ხელმძღვანელს გოგა კობალაძეს „აიპრესში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუზე, სადაც ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ წელიწადსა და 8 თვეში „გერამ“ რუსეთისგან ქართველი ავტორების შესრულების თანხა მიიღო მილიონი დოლარის ოდენობით.

დავით ევგენიძემ გიგა კობალაძე და მისი ორგანიზაცია რუსეთთან კავშირებში დაადანაშაულა და კობალაძეს შეახსენა სიამაყით გაკეთებული განცხადება, რომ იმაზე მეტი ფულის შეგროვებას და გადარიცხვას ახერხებდნენ რუსეთში, ვიდრე პირიქით, იქაური ორგანიზაცია რუსეთიდან საქართველოში:

„გიგა კობალაძემ ახალ ორგანიზაციაში გადასული მუსიკოსები და ავტორები რუსეთზე მომუშავეებად მოიხსენია. რას ნიშნავს ეს? თვითონ ჰქონდა უზარმაზარი თანხები გადარიცხული რუსი ავტორებისთვის  და ჩვენი ავტორების თანხები, რომელიც რუსეთიდან აქეთ ერიცხებოდა, ჩვენთან საერთოდ არ რიგდებოდა.

საპარლამენტო კომიტეტში განხილვის დროს კობალაძემ განაცხადა, რომ ამაყი ვარ რუს ავტორებს მილიონობით ფული რომ გადავურიცხეო, სასაცილო გახდა ეს ყველაფერი. ვინ გამოდის რუსეთუმე? ქართველ ავტორებს რუსეთიდან გადმორიცხულ ჰონორარს არ ურიცხავს, ხოლო რუს ავტორებს საქართველოდან ურიცხავს,“ – განაცხადა დავით ევგენიძემ.

ცნობისთვის, საავტორო უფლებების დაცვა უკვე რამდენიმე წელია განხილვის საგანია საზოგადოებაში, ვისაც ეს სფერო ეხება. მუსიკოსებმა და შემსრულებლებმა საკანონმდებლო ორგანოს წერილით მიმართეს და კანონში არსებული ბუნდოვანი ჩანაწერების გასწორება და მოგვარება სთხოვეს. ქვეყანაში მოქმედებს 1999 წელს მიღებული კანონი, რომელიც, ფაქტობრივად, სპობს ყოველგვარი კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობას.

დღეს, საქართველოში, საავტორო უფლებების დაცვის ორი ასოციაცია მუშაობს – ძველი ორგანიზაციის გაუმჭვირვალობით, თანხების არასამართლიანად აკრეფით და განაწილებით უკმაყოფილო ავტორებმა ახალი ასოციაცია GERA დააფუძნეს და საკუთარი უფლებების დაცვა თავად სცადეს. ძველი ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე ასობით ავტორს და ახალ ასოციაციას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კანონმდებლობით მის ასოციაციას საქმიანობის ექსკლუზიური უფლება აქვს მინიჭებული.

დავით ევგენიძე აცხადებს, რომ სწორედ GCA-ს მუშაობით უკმაყოფილო ავტორების სურვილით შეიქმნა საავტორო უფლებების დაცვის ახალი ასოციაცია GERA. ძველ ორგანიზაციაში ასობით ავტორთან მიზერული თანხები ირიცხებოდა, არც ის იცოდნენ, თანხები საიდან მოდიოდა და გამჭვირვალობა იყო აბსოლუტურად ნულზე.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ GCA-ს  ორი წელია დღემდე ერიცხება GERA-ში გადასული 400-მდე ავტორის თანხა ტელევიზიებიდან  და  კუთვნილ თანხებს ადრესატებს არ უნაწილებს.

„მაგ ადამიანმა, საპარლამენტო  სხდომის წინა შეხვედრაზე, თავი მოიჭრა ისეთები ილაპარაკა, ადამიანი რომელიც ჩვენ გვაბრალებს რუსეთუმობას, თავად ასრულებდა მათ დავალებებს და ამას არც უარყოფს!  სულ ცოტა ხანში, მთელი საქართველო ნახავს, რა არის არაკანონიერი, ოღონდ მატყუარა პოლემიკით კი არა, როგორც ამას კობალაძე აკეთებს და კადრულობს, არამედ  დადასტურებულს საბუთებით და მერე მაინტერესებს, მერე რას ეტყვის ქართველ ხალხს?

ვის აბრალებს ეგ რუსეთუმეობას?! მე, რომელმაც უარი ვთქვი გერგიევთან თანამშრომლობაზე აგვისტოს მოვლენების დროს ჩატარებული კონცერტის გამო ცხინვალში და წამოვედი საერთოდ იქედან?! თქვენ, მაბრალებთ ამას,  ბატონო გიგა, რომელმაც სიამაყით განაცხადეთ, რომ გერგიევს დიდი თანხა გადაუხადეთ და ამით ამაყი იყავით?!

იამაყეთ! ეს თქვენი უფლებაა, ოღონდ ამ ავჟამობის დროს ჯიბის გასქელებაზე რომ ფიქრობთ, მიმაჩნია, რომ სირცხვილია, რადგან თქვენი არაკეთისინდისიერების გამო, 400-ზე მეტმა ავტორმა დატოვა თქვენი ასოციაცია და GERA-ში გაწევრიანდა.

მე, დათო ევგენიძემ, რომელსაც „ძეგლებს მიდგამდნენ“ იქ, თუ კი რამე პრიზია, ყველაფერი მაქვს აღებული, ბალეტის თეატრსაც კი ვუთხარი უარი. მაშინ, როდესაც, 2019 წლის ჩათვლით, გიგა კობალაძე „რაოს“ ბევრად მეტ თანხას უხდიდა ვიდრე აქეთ გვაძლევდნენ რუსეთიდან! ეს, პარლამენტში თავად განაცხადა გიგა კობალაძემ და ეს თუ საამაყოა, არ ვიცი”, – აცხადებს დავით ევგენიძე.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ იაკობიშვილი ​ევროპის ჩემპიონი გახდა
Next post ხატია დეკანოიძე: საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა და გამარჯვებულ უკრაინასთან ერთად არ აღმოჩნდა