დავით დევდარიანი: ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი და ვადების დაცვა“

Read Time:30 Second

ხარაგაულის 19 სოფელში გზა მობეტონდება. ინფრასტრუქტურული პროექტების
განსახორციელებლად, ხარაგაულმა რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ
ეტაპზე 2 775 762 ლარი მიიღო, რომლითაც 19 პროექტი დაფინანსდა.
სოფელ კიცხში, ბერაძეების უბანში, რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული
დაფინანსებით საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გზის 1000 მეტრი მონაკვეთი მობეტონდება.
პროექტის ღირებულება 279 ათასი ლარია.
მერის მოადგილე, დავით დევდარიანი მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურისა და
კეთილმოწყობის სამსახური უფროსთან , პეტრე შარიქაძესთან ერთად გაეცნო.
,,ხარაგაულის 19 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად
მიმდინარეობს. პროექტების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას ახორციელებენ,
მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე მუდმივად ადგილზე იმყოფებიან სამშენებლო
მონიტორინგის ჯგუფის წევრები, რომლებიც ჩვენს მიერ არიან დაქირავებულები.
ჩვენთვის მნივნელოვანია მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის
კონტროლი და ვადების დაცვა.“

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი – საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში, ვთანხმდებით, რომ ორივე ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული როლი
Next post გიორგი ამილახვარი: ოპოზიციაშიც კი ვერავინ გაიგო, რა სვლებს აკეთებს „ნაცმოძრაობა“ – ვადამდელი არჩევნების იდეას მხარდაჭერა არც საზოგადოებაში ექნება