დავით ბაქრაძე: ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში, ეს საქართველოს ძალიან მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინებაა

Read Time:35 Second

დავიდ ბაქრაძემ საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი შეაფასა. შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თქმით, სენატორებისთვის საქართველოს ხელისუფლებისგან ინფორმაციის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში, ეს არის აშშ-ის მხრიდან საქართველოს ძალიან მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ამერიკელი სენატორები, შაჰინი და პორტმანი არიან მტკიცე მხარდამჭერები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის. ჩვენთვის დღესდღეობით, არსებული გამოწვევების ფონზე, რაც უკავშირდება რეგიონში გართულებულ ვითარებას, რაც უკავშირდება პოსტპანდემიურ ეკონომიკურ გაჯანსაღებას, ამ თვალსაზრისით მათი მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, გათვალისწინებით იმ ფაქტისა, რომ აშშ-ის კონგრესში იწყება როგორც აპროპრიაციის, ასევე თავდაცვის ავტორიზაციის აქტების განხილვა და ამ თვალსაზრისით მათთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებისგან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ბაქრაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერთან შეხვედრაზე: ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ
Next post ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის დაფინანსებაზე: იქიდან გამომდინარე, თუ რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას და ვის წისქვილზე ასხამს წყალს მისი პოლიტიკური აქტიურობა, შეიძლება რაღაც ეჭვებზე ვისაუბროთ