დავით ბაქრაძე – ჟენევის ფორმატთან თამაში უაღრესად საშიშია

Read Time:25 Second

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით თამაში საშიში და ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოა.

როგორც ჟურნალისტებს ბაქრაძემ განუცხადა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვით ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა, რომლის გამოსასწორებლად, მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება” ახალ და კიდევ უფრო მძიმე შეცდომაზე მიდის.

„უნდა გვესმოდეს, რომ ჟენევის ფორმატის გადასინჯვაზე ნებისმიერი საუბარი პანდორას ყუთის გახსნას ნიშნავს, რომლითაც დიდი ალბათობით, რუსეთი ისარგებლებს, შეეცდება, ჟენევის ფორმატი საერთოდ გააქროს და ამ მიზნით, კარასინი-აბაშიძის ალტერნატივაც გამოიყენოს.

ჟენევის ფორმატთან თამაში უაღრესად საშიშია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, იან კელისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
Next post დეკანოზი შალვა კეკელია – პატრიარქი ყოველდღე კითხულობს, რას აკეთებს სახელმწიფო ტატუნაშვილის საკითხზე