დავით ბაქრაძე: ბურთი არის „ქართული ოცნების“ მხარეს და მათგან აზრიან შეთავაზებას ველოდებით, სად შეიძლება გადიოდის შესაძლო შეთანხმება

Read Time:53 Second

გვქონდა შინაარსობრივი დისკუსია, სად შეიძლება გადიოდეს შინაარსობრივი კომპრომისის ხაზი, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, გამოვიდეს არჩევნების გაყალებების შემდეგ შექმნილი კრიზისიდან. ეკონომიკური კრიზისისა და კოვიდის ფონზე, აუცილებელია ქვეყანას ჰყავდეს, რომელსაც აქვს ხალხის ნდობის მანდატი და ყველას გვესმის, რომ ამ შემთხვევაში პარტიული ინტერესი მეორეხარისხოვანი უნდა იყოს და უნდა ამოვიდეთ საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესიდან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩების მხრიდან არის სურვილი და მზადყოფნა, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა მოხდეს და საქართველო კრიზისიდან გამოვიდეს.

„ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა, რომ მოიძებნოს გზები იმისთვის, რომ გამოვიდეთ კრიზისიდან. ბურთი არის „ქართული ოცნების“ მხარეს და მათგან აზრიან შეთავაზებას ველოდებით, სად შეიძლება გადიოდის შესაძლო შეთანხმება. შეთანხება არ და ვერ იქნება, რომ მოდი, დავივიწყოთ არჩევნების გაყალბება და შევიდეთ პარლამენტში. ეს შეთანხმების თემა ვერ იქნება. შეთანხმების თემა შეიძლება იყოს ის, როგორ ვამთლიანებთ საზოგადოებას და როგორ ვიღებთ მთავრობას, რომელსაც აქვს ხალხის მანდატი და არა თამარ ჟვანიასი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ.

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბადრი ჯაფარიძე: პარლამენტში შესვლა არ განიხილება, თუ არ იარსებებს პოლიტიკური შეთანხმება
Next post ევროკავშირმა საქართველოს პანდემიასთან გასამკლავებად 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო