დავალიანების მქონე გადამხდელები გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, დარიცხული ჯარიმა/საურავების სრულად შემცირებას შეძლებენ

Read Time:46 Second

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა განიხილეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ლაშა ხუციშვილმა განუცხადა. ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რას ითვალისწინებს ინიციატივა, რომელიც მინისტრებმა მოიწონეს.

„გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება დღემდე წარმოშობილი, იქნება ეს აღიარებული თუ არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები. ამისთვის გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს აღნიშნული პირობების შესრულება. გადასახადის გადამხდელს, რომელთა მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არსებითად შედგება მხოლოდ ჯარიმა/საურავებისგან, მათ შესაძლებლობა ექნებათ ანალოგიური პირობით განახორციელონ საგადასახადო დავალიანებაზე შეთანხმების გაფორმება დავალიანების 30%-ის გადახდის შემთხვევაში. აღნიშნული ინიციატივა ეხება ყველა გადასახადის გადამხდელს“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მსგავსი ფორმითა და პირობებით წარმოდგენილი განცხადებები ავტომატურ რეჟიმში დაკმაყოფილდება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პროცესი იყოს სწრაფი და მარტივი. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯარიმა/საურავების პატიების გადაწყვეტილება არის ერთჯერადი ხასიათის და პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევას უკავშირდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ვაქცინაციის პროცესში არავითარი შეფერხება არ იქნება
Next post სოზარ სუბარი – კიევში მელიასა და სხვა ოპოზიციონერების ჩასვლა ნიშნავს, რომ პარტიის ერთადერთი ლიდერია მიხეილ სააკაშვილი