დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი მხარდამჭერები კვირას საპროტესტო აქციას გამართავენ. გაფრინდაშვილის ცოლის განცხადებით ისინი 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან თეთრი ხალათებით და ერთად წავლენ საოკუპაციო ხაზთან, სადაც მშვიდობიანი პროტესტით სოლიდარობას გამოხატავენ.
“რადგან ამდენმა მოლაპარაკებებმა და თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა; ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, ვიკრიბებით კვირას”, — განაცხადა გაფრინდაშვილის ცოლმა.