დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში იმუნიზაციის დაბალი დონის ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვაქცინების გამაძლიერებელი დოზების ფართო გამოყენება გააკრიტიკა.
„ყოველდღიურად, მსოფლიოში ექვსჯერ მეტი გამაძლიერებელი დოზა გამოიყენება, ვიდრე პირველადი დოზა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში. ეს სკანდალია, რომელიც ახლავე უნდა შეწყდეს. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ COVAX-ის პლატფორმა მუშაობს, თუ მას ვაქცინები აქვს. COVAX-ის პლატფორმამ უკვე თითქმის 500 მილიონი დოზა გააგზავნა 144 ქვეყანაში“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ჯანმრთელი ზრდასრულებისთვის გამაძლიერებელი დოზის მიცემას ან ბავშვების ვაქცინაციას აზრი არ აქვს, როდესაც მთელ მსოფლიოში ჯანდაცვის მუშაკები, ხანდაზმული ადამიანები და სხვა მაღალი რისკის ჯგუფები ჯერ კიდევ პირველ დოზას ელოდებიან.