დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები განთავსდება, სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა

Read Time:51 Second

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, იმ სკოლებში, სადაც, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო უბნები განთავსდება, სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, საარჩევნო უბნების ძირითადი ნაწილი მდებარეობს სკოლების სივრცეში. იმის გამო, რომ დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ავიცილოთ რისკები, მიღებულია გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, გადავა დისტანციურ ფორმატზე და მომდევნო კვირაში, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 350 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 751, გარდაიცვალა 183 პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: ჩვენ გვყავს ღირსეული ადამიანების გუნდი, რომლებიც ჩვენს თავისუფლებასა და სიცოცხლეს იცავენ
Next post წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე კომპანიებმა საჯაროდ წარადგინეს