გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი აშენდება

Read Time:39 Second

გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება. როგორც მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ამბობს, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და მუნიციპალიტეტი არ შეიცვლება. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

უნივერსიტეტის ერთ-ერთ ადგილად ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის.

პროექტის მიხედვით, აშენდება სამი შენობა: ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო საცხოვრებელი. პროექტი კავკასიის უნივერსიტეტს ეკუთვნის. არსებული ინფორმაციით, ღვინის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამა წლიურად 2250 ლარი ეღირება, ხოლო პროფესიული – 1125 ლარი.

“გურჯაანი მეღვინეობა-მევენახეობის მუნიციპალიტეტია და ამიტომ ყველაზე სწორია, სასწავლებელიც აქ აშენდეს. ამ ლოგიკით დავარწმუნე კავკასიის უნივერსიტეტი, რომ შესაფერისი ადგილი გურჯაანია. ეს იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ ისწავლიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები. ჩატარდება არაერთი კვლევა მეღვინეობა- მევენახეობის მიმართულებით, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის სტატსუსს სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანს. როგორც ხელმძღვანელობა მეუბნება, 2020 წლისთვის უკვე მზად იქნებიან სტუდენტების მისაღებად.“-აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედროების მომზადებას შეამოწმებს
Next post დედაქალაქში 2019 წლის ბოლოს მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტი განხორციელდება