გურამ შარაძის მკვლელობიდან 16 წელი გავიდა

Read Time:29 Second

გურამ შარაძის მკვლელობიდან 16 წელი გავიდა.

თარიღთან დაკავშირებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში მდებარე ემიგრაციის მუზეუმში ღონისძიება გაიმართა. საზოგადოებას წარუდგინეს ბოლო წიგნის ელექტრონული ვერსია, რომელზეც გურამ შარაძე მუშაობდა. მასში გურიის შესახებ შესულია ისტორიული, ეთნოგრაფიული და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი მასალები.

ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნს ბეჭდური სახით წელს გამოსცემს. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა გურამ შარაძის მიერ ჩამოტანილი ლევილის სტამბის დანადგარის პრეზენტაცია, რომელიც ამჟამად ემიგრაციის მუზეუმშია განთავსებული. ასევე გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას მამის კოლექციიდან გადასცა ირაკლი ფარჯიანის ნახატი.

რუსუდან შარაძის ინიციატივით, რამდენიმე წლის წინ, ემიგრაციის მუზეუმი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადავიდა. მუზეუმი მოიცავს გურამ შარაძის მიერ უცხოეთში მოძიებულ და საქართველოში ჩამოტანილ უნიკალურ არქივებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე ილია ელოშვილზე-ერთად გატარებული არაერთი წელი, ერთიანი ძალისხმევით მიღწეული გამარჯვებები, მადლობა მეგობრობისთვის! დაბადების დღეს გილოცავ!?
Next post რატი იონათამიშვილი: რუსეთი მანამდეც ოკუპანტი იყო და ახლაც ოკუპანტია. მანამდეც წართმეული იყო ჩვენი ქვეყნის 20% და ოკუპაცია დღესაც რჩება