ჩვენ არ ვიცით რას იტყოდა ნიკა გვარამია, თუკი დაკავებული ბოკოვის და მისი გეგმების შესახებ ჯერ სუს-ის ბრიფინგიდან გავიგებდით, მაგრამ რაკი ვერ მოითმინა და ქართველ ხალხს ამცნო გიორგი გაბუნიას გადარჩენის ამბავი, ხელი კი რუსეთისკენ გაიშვირა, ამით მან დაადასტურა რომ ჟურნალისტის ლიკვიდაცია არა მხოლოდ პერსონალური ვენდეტა შეიძლება ყოფილიყო, არამედ ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობაც, რაც ასევე კოხტად ჯდება რუსეთის მიზნებში,- ამის შესახებ საჯჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერით, მინიმუმ ვიგებთ მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის უკმაყოფილებას იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც საქართველოში განვითარდა და რაშიც მთავარი წვლილი ნიკა გვარამიამ შეიტანა. ,,უკრაინულ ქსელში დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერი, სადაც ქართული სასამართლოს ორი განსასჯელი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საუბრობენ, მათი დიალოგის მცირე ნაწყვეტს წარმოადგენს. ხსენებულ პირებს ზოგადად აკლიათ აზრის ნათლად ჩამოყალიბების უნარი, თუმცა მათი სიტყვებიდან როგორც მინიმუმ ვიგებთ უკმაყოფილებას იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც საქართველოში განვითარდა და რაშიც მთავარი წვლილი ნიკა გვარამიამ შეიტანა. დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულად წარმოჩენა ოპოზიციური ერთობის მთავარი პოსტულატია და ამ სტერეოტიპის დასამკვიდრებლად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავენ. სააკაშვილი და ადეიშვილი ჩანაწერის მიხედვით წუხან, რომ გვარამიამ ვერ მოითმინა, ოფიციალურ უწყებას დაასწრო და ბრიფინგზე გაახმიანა მისთვის ცნობილი ინფორმაცია და ვერსია დაკავებული ვასამბეკ ბოკოვის გეგმებისა და განზრახვის შესახებ. ოფიციალური უწყება კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია, რომელსაც ჯერჯერობით საქმე ძიებაში აქვს, დეტალებს არ ახმიანებს, თუმცა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მთავარ ასპექტში შორს არ არის გვარამიას ვერსიისგან. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩვენ არ ვიცით რას იტყოდა ნიკა გვარამია, თუკი დაკავებული ბოკოვის და მისი გეგმების შესახებ ჯერ სუს-ის ბრიფინგიდან გავიგებდით, მაგრამ რაკი ვერ მოითმინა და ქართველ ხალხს ამცნო გიორგი გაბუნიას გადარჩენის ამბავი, ხელი კი რუსეთისკენ გაიშვირა, ამით მან დაადასტურა რომ ჟურნალისტის ლიკვიდაცია არა მხოლოდ პერსონალური ვენდეტა შეიძლება ყოფილიყო, არამედ ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობაც, რაც ასევე კოხტად ჯდება რუსეთის მიზნებში. ოღონდ, მაშინ აღარ გამოდის მთავრობის რუსეთუმეობის გაყიდვა ქართველ ამომრჩეველზე და გამოდის რომ ოცნების ხელისუფლების მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. გვარამიას პატრონების უკმაყოფილების ძირითადი მიზეზიც სწორედ ესაა, ცხადია ისიც, რომ გვარამიას მოუწევს ჩვენების მიცემა შესაბამისი სტრუქტურებისთვის და მათთვის ინფორმაციის მიწოდება”,- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა. აქვე, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი ამბობს, ჩანაწერის ავთენტურობის დადგენამდეც ლოგიკურია საუბრის შინაარსიც და თემაც, ქართველისთვის უცხო და მოულოდნელი არაფერია. ,,მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით გასამართლებული და შემდგომ პოლიტპატიმრად თვითგამოცხადებული ირაკლი ოქრუაშვილი დღეს სტაბილურობის და სიმშვიდის საჭიროებაზე საუბრობს, ხოლო ხელისუფლების რუსეთთან კავშირის ახსნას სპეკულაციითა და შეთქმულების თეორიული ვერსიით ცდილობს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ კარგია, როცა ოპოზიციური მედიაც სვამს შექმნილი პოლიტიკური კონტექსტის ამსახველ მთავარ კითხვას, მიუხედავად იმისა, რომ მასზე პასუხად შეთქმულების თეორიას იღებს. თუკი თეორიებს გავყვებით, დავინახავთ, რომ ოპოზიცია მზადაა ნებისმიერი თეორიის შემუშავებისთვის, გარდა შეთქმულების ისეთი თეორიისა, რომელიც ნაცმოძრაობის კარამდე მიდის. საინტერესოა, რაზე დაყრდნობით გამორიცხავენ ამას, რომელი ლიდერი ჰყავს ნაცმოძრაობას ძალაუფლებისთვის რამის არმკადრებელი? რაც შეეხება ჩანაწერს. ავთენტურობის დადგენამდეც შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკურია საუბრის შინაარსიც და თემაც, აქ ქართველისთვის უცხო და მოულოდნელი არაფერია. საინტერესოა, როგორ შეაფასებენ უკრაინაში მათი მოქალაქის და ბოლომდე გაურკვეველი რანგის საჯარო თუ არასაჯარო მოხელის ჩარევას და ჭარბ ყურადღებას მეგობარი ქვეყნის შიდა საქმეებში და რა რეაქცია ექნებათ პოლიტიკურ ფიგურებს“,- აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.
გურამ ნიკოლაშვილი: ჩანაწერის ავთენტურობის დადგენამდეც შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკურია საუბრის შინაარსიც და თემაც, აქ ქართველისთვის უცხო და მოულოდნელი არაფერია
იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს
დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტიებიდან ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს.„ჩვენ თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მგონი, აწმყოში პრობლემა სხვა რამეა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. პარტიები ვინ არიან და ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გარე ძალებს, გარე ზეწოლა რამდენიც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგდენი მგონი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ შიგნით გასაკეთებელი საქმის გაკეთება არავის არ უნდოდა და პირიქით, ყველაფერი სიგიჟეს წააგავდა, გარე ზეწოლები ამას ვერ შველის. ზოგადად არ შეიძლება ქვეყნის შეცვლა გინდოდეს და გარე ძალების იმედად იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.
ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი
ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto - ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.ქადაგიძის შეფასებით, მაშინ როცა რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, არ არის გასაკვირი კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას.„ნატურალური კაუჩუკი რუსეთში, ლატვიის გავლით შედისო...რა არის გასაკვირი ამაში?- სადაც რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს, მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი და სადაც, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას, რა გასაკვირია?დიახ, ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი!“ - წერს ქადაგიძე.
,,წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი -,,წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 165 გრამი) გამოვლინდა. სამართალდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შეეცადა პოლიეთილენის შეფუთვაში განთავსებული ძვირფასეულობა ავტომობილის სალონში მალულად განეთავსებინა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 907 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 16:39-ზე ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელი ჭერემიდან 4 კმ-ში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შალვა პაპუაშვილი – რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს
რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და საქართველოს მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფებია, რომლებიც სულო უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს.„რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს. ესენი არიან ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
