გურამ მაჭარაშვილი – 30 ოქტომბერი იქნება დღე, როდესაც „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ და განვითარება გაგრძელდება

Read Time:25 Second

30 ოქტომბერი იქნება დღე, როდესაც „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ და განვითარება გაგრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„საზოგადოება მეორე ტურში არჩევანს კიდევ უფრო მარტივად გააკეთებს, განვითარებასა და რადიკალიზმს შორის. 30 ოქტომბერი ის დღე იქნება, როდესაც „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ და განვითარება გაგრძელდება. წინა არჩევნების დროს ოპოზიცია ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ სრულდებოდა, მაგრამ „ქართული ოცნება“ საზოგადოებამ დატოვა ხელისუფლებაში როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.

გარწმუნებთ, რომ ახლაც, მეორე ტურში ასე მოხდება. ყველას მოუწევს, იმ რეალობას შეეგუოს, რაც მეორე ტურის შემდეგ იქნება“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საპატრიარქოს ინფორმაციით, სოციალურ ქსელში მათ ოფიციალურ გვერდებზე ე.წ. „ტროლებისა“ და „ბოტების“ შეტევა გახშირდა
Next post მთავრობის განკარგულებით, 65 დევნილ ოჯახს ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კი ფოლადის ახალი საწარმო ამოქმედდება