გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ უკვე დასახელებული გვყავს კანდიდატები, ოპოზიცია ან ვერ პოულობს მათ, ან კანდიდატებად საკუთარ ოჯახის წევრებს ასახელებს

Read Time:32 Second

შედეგი სახეზეა, ჩვენ გვყავს კანდიდატები. ოპოზიცია ან ვერ პოულობს კანდიდატებს, ან საკუთარ ოჯახის წევრებს ასახელებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენილ მერების კანდიდატებზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი მერობის კანდიდატები წარდგენილი ჰყავს, რადგან მათ საამისოდ მზადება დროულად დაიწყეს.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას დავიწყებდით, რაც მოვახერხეთ და შედეგი უკვე სრულად დადგა. კანდიდატები უკვე დასახელებული გვყავს და წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. როდესაც ჩვენ ამისათვის ვემზადებოდით, სამწუხაროდ, ოპოზიცია ზოგი ქუჩაში დარბოდა, ზოგიერთი საპარლამენტო სხდომათა დარბაზში – მაგიდებზე და ტრიბუნას იკავებდა. შესაბამისად, შედეგი სახეზეა, ჩვენ გვყავს კანდიდატები. ისინი ან ვერ პოულობენ კანდიდატებს, ან საკუთარ ოჯახის წევრებს ასახელებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
Next post ნინო წილოსანი „ნაცმოძრაობაზე“: ერთი და იგივე არარეიტინგული და უავტორიტეტო კადრების ტრიალი კიდევ უფრო ნათლად გვაჩვენებს, რომ ეს პარტია შინაარსისგან დაიცალა