გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ თუ მხოლოდ იმაზე ვართ დამოკიდებული, რასაც პარტნიორები გვეტყვიან ის შევასრულოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა წერია კანონში, მაშინ რად გვინდა სახელმწიფო ინსტიტუტები?

Read Time:43 Second

„ხალხის ძალის” მიერ დღეს გავრცელებულ ვრცელ წერილს ეხმიანება პარტიის აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დასავლელი პარტნიორების მითითებები, თუ რა ტიპის კანონშემოქმედებითი საქმიანობა უნდა განახორციელოს სუვერენულმა ქვეყანამ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დარღვევაა.

მაჭარაშვილის თქმით, თუ ქართული საზოგადოების ფსიქოლოგია მონური უნდა იყოს, როგორც ეს ოპოზიციას სურს, მაშინ კანონების მიღებაც არ არის საჭირო და ევროკავშირიდან პარტნიორებს შეუძლიათ მზა ვერსიები შემოგვთავაზონ.

„ჩვენ თუ მხოლოდ იმაზე ვართ დამოკიდებული, ოპოზიციის მონური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, რასაც გვეტყვიან ის შევასრულოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა წერია კანონში, მაშინ რად გვინდა სახელმწიფო ინსტიტუტები? ან პარლამენტი რად გვინდა, ან ამ 150 კაცს რატომ ვაცდენთ თავისი აპარატებით? დაგვიწერონ პატრონებმა ევროკავშირიდან რა კანონი გვინდა და იმის მიხედვით ვიარსებოთ. მეტსაც გეტყვით, პირდაპირ გამოგვიგზავნონ კანონები, რომ მათ მიღებაზეც არ შევწუხდეთ. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს მიმართულია იქითკენ, რომ აქ იყოს რადიკალიზმი, რევოლუციური სცენარები და მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელიც აქ მეორე ფრონტს გააჩაღებს,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს:კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა “აგენტი”, შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
Next post ირაკლი კუპრაძე: მსგავსი სისასტიკის დარბევა არ მახსოვს, ადამიანს, რომელიც 2012 წლამდეც და მის შემდეგაც აქციებზე ვდგავარ