გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფუნქციები ერევა 112-ის ფუნქციებში

Read Time:45 Second

„საგამოძიებო კომისიის შექმნამდე უდიდესი უფლებამოსილებები გააჩნიათ პარლამენტის წევრებს – ეს არის შეკითხვა, მინისტრთან და ნებისმიერი მინისტრისა, თუ პრემიერის დაბარება კომიტეტისა თუ საპარლამენტო ფორმატში“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა აბსურდულია, რადგან შეკითხვების არსებობსი შემთხვევაში კომისიის მოთხოვნამდე სხვა პროცედურების ჩატარებაც შეუძლიათ.

„სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფუნქციები ერევა 112-ის ფუნქციებში. უნდა, რომ რამდენჯერაც გაუჭირდება და კრიზისში აღმოჩნდება, საპარლამენტო კომისიამ შეასრულოს სასწრაფო დახმარების ფუნქციები. საჭიროა რეგლამენტის წაკითხვა. თუ ჩახედავენ, დაინახავენ, რა შემთხვევაში იქმნება საგამოძიებო კომისიები პარლამენტში, რადგან მანამდე უდიდესი უფლებამოსილებები გააჩნიათ პარლამენტის წევრებს – ეს არის შეკითხვა, მინისტრთან და ნებისმიერი მინისტრისა, თუ პრემიერის დაბარება კომიტეტისა თუ საპარლამენტო ფორმატში. ბევრი ბერკეტის გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ტიპის კითხვები იარსებებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში კითხვები უფრო მეტად გაჩნდა იმ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების მიმართ, რომელთაც გაუქარწყლდათ ის ე.წ ნარატივები, რომელთა შექმნასაც აპირებდნენ“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როგორი ვითარებაა მდინარე ტებენეს ხეობაში – სპეციალისტების შეფასება
Next post საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს