გურამ მაჭარაშვილი: პატიმარი სააკაშვილის გორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი დაცარიელდა და ის ხელოვნურად შეავსეს საკითხებით, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დააყენეს

Read Time:29 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, დღის წესრიგში ხელოვნურად დააბრუნოს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული მოთხოვნა, რასაც ის აბსურდულად მიიჩნევს.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პატიმარი სააკაშვილის გორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი დაცარიელდა და ის ხელოვნურად შეავსეს საკითხებით, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დააყენეს და ვერ განახორციელეს. ეს არის რიგგარეშე არჩევნები, რაც აბსურდული მოთხოვნაა“, – აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, ოპოზიციის მოთხოვნები შეიცვალა – ამჯერად, „ნაციონალური მოძრაობა“ პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. რა გზით აპირებენ ექსპრეზიდენტის ციხიდან დახსნას, უცნობია. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ მათი ოპონენტები კვლავ დესტრუქციულ გზას დაადგებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ დააფუძნა
Next post დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მისასალმებელია პრემიერის მიერ აზარტული თამაშების რეგულაციისკენ გადადგმული ნაბიჯი – ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა