გურამ მაჭარაშვილი: “ნაცმოძრაობა” რომ ამტკიცებდა, სააკაშვილს კლავენო და “წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა” საპირისპირო დასკვნა რომ დადო, გამოვიდნენ ახლა და ან ბოდიში მოიხადონ, ან თქვან, რომ იტყუება

Read Time:43 Second

ეს ორგანიზაცია „მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რაც წერია „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნაში, ძალიან კარგად წაიკითხა საზოგადოებამ – რომ მისი ყველა უფლება დაცულია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილს კლინიკაში აწამებდნენ, ბოდიში უნდა მოიხადონ.

„ერთადერთი, რაც „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნაში ეწერა, რომ თურმე სააკაშვილს მარტოობა თრგუნავს, ეს მისი არჩევანია – რომ მასთან არავინ ყოფილიყო. დანარჩენი, ყველაფერზე წერია, რომ მისი ყველა უფლება დაცულია. არც ერთი სამედიცინო შენიშვნა არ დაუწერია ამ კომისიას.

„ნაცმოძრაობის“ წევრებსა და მხარდამჭერებს დემარშები რომ ჰქონდათ ევროპარლამენტში, იმასთან დაკავშირებით, რომ აქ თურმე აწამებდნენ და კლავდნენ სააკაშვილს, ახლა საპირისპირო დასკვნა რომ დაიდო საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, გამოვიდნენ და ან ბოდიში მოიხადონ, ან თქვან, რომ იტყუება ეს ორგანიზაცია.

სასამართლომ სააკაშვილს სასჯელის მოხდა ოროთახიან ლუქსში კი არ მიუსაჯა, არამედ, შესაბამის საპყრობილეში, სადაც უნდა გადავიდეს, შესაბამისი უწყებების და ექიმების დასკვნის საფუძველზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „არ ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე, ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და არც ცხვირი“ – ირმა ინაშვილი მიმართვას ავრცელებს
Next post „სანამ ვნათლავთ, სანამ ვინათლებით, სანამ მართლად ვადიდებთ ღმერთს, ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა!“ – ხათუნა ხოფერია