გურამ მაჭარაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ვერასოდეს მოინელებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხელის დაფარებას

Read Time:28 Second

მიხეილ სააკაშვილი ვერასოდეს მოინელებს თავის დანაშაულებს და ამ შემთხვევაში გირგვლიანის მკვლელობასა და ხელის დაფარებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის შეფასებას გამოეხმაურა.

„სააკაშვილის განცხადებას, რომ ჩოლოიანის საქმე შეადარა გირგვლიანის მკვლელობას, თითქოს იქ იყო გაუფრთხილებლობა, ყველაზე კარგი პასუხი გასცა საერთაშორისო სასამართლომ, რომელმაც სააკაშვილი 50-ზე მეტ საქმეში დაადანაშაულა როგორც საერთაშორისო დამნაშავე. აქედან გამომდინარე მისი აღელვება ბუნებრივია, ის ვერასოდეს მოინელებს თავის დანაშაულებს და ამ შემთხვევაში გირგვლიანის მკვლელობასა და ხელის დაფარებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მთავარი არხის“ ეთერში საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობას ყოფით ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული უწოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი არის უსინდისო კაცი და სანდრო გირგვლიანზე თუ არ ილაპარაკებს მისთვის იქნება უკეთესი
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგეს – რა თქმა უნდა, ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, ეს არის ადამიანის არჩევანი