გურამ მაჭარაშვილი „ლელოზე“: მათი განცხადება არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ევროკავშირის ლიდერები მოგვიწოდებენ

Read Time:32 Second

მათი [„ლელო საქართველოსთვის“] გუშინდელი განცხადება იყო სწორედ იმის საწინააღმდეგო, რასაც ევროკავშირის ლიდერები მოგვიწოდებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო ურმავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„პოლიტიკური ორგანიზაცია „ლელო“ ბოლო პერიოდში ვერ ჩამოყალიბდა „ნაცმოძრაობის“, ომის პარტიის ნაწილია, თვითონ დამოუკიდებლად თამაშობს, თუ ვერ თამაშობს და აქედან გამომდინარეობს, სწორედ ასეთი აბსურდული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიევროპული განცხადება. მათი გუშინდელი განცხადება იყო სწორედ იმის საწინააღმდეგო, რასაც ევროკავშირის ლიდერები მოგვიწოდებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ოპოზიცია პარლამენტიდან გასვლით იმუქრება. ამჯერად მუქარის ავტორი „ლელოა“. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს რეკომენდაციების შესრულებაზე განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს და კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს, „ლელოში“ ამბობენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ სამ ივლისამდე კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, „ლელოს“ საქმიანობა საკანონმდებლო ორგანოსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: მიტინგზე ხუთმა კაცმა გადაწყვიტა, რომ მთავრობა შექმნას? მთავრობის ფორმირება ასე არ ხდება
Next post კახა კალაძე: შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული იყოს